ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ — კობახიძე აშშ-ის საელჩოზე
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ასეთი განცხადებები ქართული საზოგადოების ნდობას არყევს დასავლელი პარტნიორების მიმართ.
"ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30-წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება, ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ამ რჩევებს. არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი. ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაციები და ა.შ. თუმცა რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და არც მით უმეტეს, გამართლება, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ", — განაცხადა კობახიძემ.
შინაარსთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ განცხადებაში არაერთი უზუსტობაა და მთლიანობაში არასამართლიანია.
"რაც შეეხება უშუალოდ განცხადების შინაარსს, აქ არის არაერთი უზუსტობა, ანუ მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები ამ განცხადებაში, რაც არის ძალიან სამწუხარო და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს, ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს, მათ შორის ის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი", — თქვა მან.
3 იანვარს აშშ-ის საელჩომ საქართველოს ხელისუფლება ინსპექტორის სამსახურისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებში შეტანილი ცვლილებების გამო გააკრიტიკა. საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით ქართულმა ოცნებამ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა, ხოლო სასამართლოებზე მიღებული კანონპროექტით კიდევ უფრო შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ.
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოების შესახებ კანონპროექტები მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით 30 დეკემბერს დაამტკიცა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები