22 ფილმი, რომელსაც 2022 წელს ყველაზე მეტად ველოდებით
2020 თუ კინოთეატრების დახურვისა და ზოგადად კინოსამყაროს ლამის მთლიანად გაჩერების წელი იყო, 2021-ში ინდუსტრიამ შეძლო, რომ ეტაპობრივად გამოცოცხლებულიყო და ძალები მოეკრიბა, რისი მეტ-ნაკლებად წარმატებული შედეგი ვიხილეთ კიდეც.
გასულ წელს როგორც ჰოლივუდური, ევროპული თუ აზიური, ისე ქართული წარმოების არაერთი საინტერესო ფილმი ვიხილეთ. ყველა კინომოყვარულს ახლა, ალბათ, იმის გაგების სურვილი კლავს, თუ რას შესთავაზებენ ახალს რეჟისორები შემდეგი 12 თვის განმავლობაში.
ამ სტატიაში სწორედ 2022 წლის იმ განსაკუთრებულ სიახლეებს წარმოგიდგენთ, რომლებიც როგორც ბლოკბასტერების, ისე საავტორო კინოს მოყვარულებს დაგაინტერესებთ:
22. Fantastic Beasts: The Secrets of Dumbledore / ჯადოსნური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებანი
მართალია, ფილმების ეს სერია ისეთივე კარგი ვერ აღმოჩნდა, როგორიც ჰარი პოტერის ორიგინალი ნაწილებია, მაგრამ ჯადოსნურ სამყაროში სამოგზაუროდ მაინც გამოდგება. თანაც მესამე ნაწილში მადს მიკელსენს ვიხილავთ გრინდელვალდის როლში!
პრემიერის თარიღი: 8 აპრილი
21. Doctor Strange in the Multiverse of Madness
სპაიდერმენის მესამე ფილმის შემდეგ, როგორც ჩანს, დოქტორ სტრეინჯს კვლავ მულტივერსთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოუწევს, ოღონდ ამჯერად მას დახმარების ხელს არც მეტი, არც ნაკლები, ვანდა მაქსიმოფი გაუწევს!
პრემიერის თარიღი: 6 მაისი
20. Crimes of the Future / მომავლის დანაშაულები
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანადელი რეჟისორი, დევიდ კრონენბერგი ახალ სრულმეტრაჟიან კინოსურათზე მუშაობს, რომელშიც მთავარ როლებს კრისტენ სტიუარტი, ვიგო მორტენსენი და ლეა სეიდუ შეასრულებენ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
19. Black Panther: Wakanda Forever
სამწუხაროდ, ჩედვიკ ბოუზმენის გარეშე, მაგრამ მარველის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხაზი მაინც გრძელდება და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა მისი შემოქმედები თავდაპირველი შთამბეჭდავი ატმოსფეროს შენარჩუნებას.
პრემიერის თარიღი: 11 ნოემბერი
18. Bones & All / ძვლები და სხვა ყველაფერიც
Call Me By Your Name-ის რეჟისორმა, ლუკა გუადანინომ ახალი ფილმი გადაიღო კვლავ ტიმოთი შალამეს მონაწილეობით. ფილმი ამავე სახელწოდების ცნობილ ბესტსელერ წიგნს ეყრდნობა, რომელიც რომანტიკულ საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
17. Legally Blonde 3 / ქერათმიანი ადვოკატი
რიზ უიზერსპუნი თავის საკულტო როლს უბრუნდება და ჩვენც ერთი სული გვაქვს, ამ ყველასათვის საყვარელი კომედიის გაგრძელება ვიხილოთ.
პრემიერის თარიღი: 20 მაისი
16. Women Talking / ქალური საუბარი
ლიტერატურული ნაწარმოების კიდევ ერთი ეკრანიზაცია, რომელიც კანადელი მწერლის 2018 წელს გამოქვეყნებულ ფემინისტურ რომანს ეყრდნობა.
ფილმის სამსახიობო შემადგენლობა თვალისმომჭრელია: ფრენსის მაკდომანდი, კლერ ფოი, რუნი მარა და ბენ უიშოუ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
15. Avatar 2
2010 წელს გამოსული ბლოკბასტერის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, ჯეიმს კამერონმა გადაწყვიტა, რომ გაგრძელებები გადაეღო: კიდევ ოთხი ფილმის გამოშვებას აპირებს, რომელთაგან პირველს ამ წლის ბოლომდე ვიხილავთ, დანარჩენებს კი 2024, 2026 და 2028 წლებში.
პრემიერის თარიღი: 16 დეკემბერი
14. My Policeman / ჩემი პოლიციელი
მომღერალი ჰარი სტაილსი ახალ რომანტიკულ დრამაში გეი პოლიციელის როლში მოგვევლინება. მას ფილმში პარტნიორობას სერიალის The Crown მსახიობი ემა კორინი გაუწევს.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
13. Thor: Love & Thunder / თორი: ჭექა და სიყვარული
მას შემდეგ, რაც ტაიკა ვაიტიტიმ რაგნაროკი გადაიღო, განსაკუთრებით ველოდებით თორის პერსონაჟის ახალ თავგადასავლებს, რადგან ვიცით, რომ ნიჭიერი რეჟისორის ხელში მხოლოდ ყველაფერი შესანიშნავი გამოდნება.
პრემიერის თარიღი: 8 ივლისი
12. Blonde / ქერა
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ჯოის კეროლ ოუტსის ბესტსელერი რომანის Blonde-ის მიხედვით ნეტფლიქსი ლეგენდარული მერილ მონროს შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს.
მხატვრულ ფილმში მთავარ როლს კუბელი მსახიობი, ანა დე არმასი ასრულებს და გადასაღები მოედნიდან გავრცელებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ის იდეალურად მოიხდინა კიდეც როლი.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
11. Three Thousand Years of Longing / სურვილის სამი ათასი წელი
Mad Max-ის რეჟისორმა, ჯორჯ მილერმა ფენტეზის ჟანრის რომანტიკული დრამა გადაიღო ტილდა სუინტონისა და იდრის ელბას მონაწილეობით. გადაღებებს პანდემიამ შეუშალა ხელი, თუმცა გასულ წელს საქმე მაინც ბოლომდე მიიყვანეს და ვიმედოვნებთ, რომ ფილმის ნახვის შესაძლებლობა 2022 წლის ბოლომდე მოგვეცემა.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
10. Babylon / ბაბილონი
ამ ფილმის ლამის ყველა დეტალი აქამდე გასაიდუმლოებულია, მაგრამ საკმარისია, ვიცოდეთ, რომ მას La La Land-ის რეჟისორი, დემიენ შაზელი იღებს მთავარ როლებში ბრედ პიტითა და მარგო რობით, რომ მას მოუთმენლად დაველოდოთ.
პრემიერის თარიღი: 25 დეკემბერი
9. Killers of the Flower Moon / მთვარის ყვავილის მკვლელები
მარტინ სკორსეზეს ამ ახალი ნამუშევრის ხილვას ჯერ კიდევ გასულ წელს ველოდით, თუმცა პანდემიამ გადაღებები შეაფერხა და პრემიერის თარიღმაც 2022-ში გადმოინაცვლა.
ის ფაქტი, რომ სკორსეზეს ახალ ფილმში რობერტ დე ნიროსა და ლეონარდო დიკაპრიოს ვიხილავთ, ლოდინად უკვე ნამდვილად ღირს.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
8. White Noise / თეთრი ხმაური
ნოა ბაუმბახის Marriage Story 2019 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი იყო და ამჯერად მაყურებელს გავლენიანი ამერიკელი მწერლის დონ დელილოს გახმაურებული რომანის ეკრანიზაციას შესთავაზებს, რომელშიც კვლავ ადამ დრაივერი თამაშობს და ასევე ცნობილი რეჟისორი და მსახიობი გრეტა გერვიგი.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
7. Bardo
ოსკაროსანი ფილმების The Revenant და Birdman რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ახალი ფილმით ბარდო ბრუნდება, რომელიც კომედიის ჟანრის იქნება და სიუჟეტი მექსიკაში განვითარდება.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
6. Don’t Worry Darling / არ იდარდო, ძვირფასო
ცნობილი ამერიკელი მსახიობი ოლივია უაილდი აქტიურად აგრძელებს სარეჟისორო კარიერას და ამჯერად ფსიქოლოგიური ტრილერი გადაიღო, რომელიც 1950-იან წლებში კალიფორნიის უდაბნოში შექმნილ უტოპიურ საზოგადოებაზე მოგვითხრობს.
ფილმში მთავარ როლებს Midsommar-ისა და Little Women-ის ვარსკვლავი, ფლორენს პიუ, ცნობილი მომღერალი ჰარი სტაილსი და კრის პაინი ასრულებენ.
პრემიერის თარიღი: 23 სექტემბერი
5. Disappointment Blvd. / იმედგაცრუების ბულვარი
ფლორენს პიუ ვახსენეთ და აქვე უნდა ვთქვათ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორი არი ასტერი, რომელმაც მაყურებელზე უკვე წარუშლელი კვალი დატოვა ფილმებით Hereditary და Midsommar, ახალ კინოსურათზე მუშაობს, რომელშიც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.
როგორც ცნობილია, გადაღებები უკვე დასრულებულია და იმედი გვაქვს, რომ ფილმის შეფასებას 2022-ში შევძლებთ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
4. Poor Things / საბრალოები
გახმაურებული ფილმების Dogtooth, The Lobster და The Favourite რეჟისორი, იორგოს ლანთიმოსი მალე ახალ სრულმეტრაჟიან კინოსურათს წარმოგვიდგენს, რომელშიც მთავარ როლებს ემა სტოუნი, უილემ დეფო, მარკ რუფალო და მარგარეტ ქუალი ასრულებენ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
3. The Northman / ჩრდილოელი
The Witch-ისა და The Lighthouse-ის რეჟისორმა, რობერტ ეგერსმა ახალი ისტორიული ფილმი გადაიღო, რომელიც მაყურებელს მე-10 საუკუნის ისლანდიაში ამოგზაურებს. ფილმში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, ალექსანდრ სკარსგარდი და ანია-ტეილორ ჯოი ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ ფილმში ასევე ვიხილავთ სახელოვან მუსიკოსს ბიორკს.
პრემიერის თარიღი: 22 აპრილი
2. Nope / არა
ჯორდან პილი, რომელმაც უკვე შეძლო ჩვენი გაოცება ფილმებით Get Out და Us, სულ მალე ახალ ნამუშევარს წარმოგვიდგენს, რომელიც კვლავ საშინელებათა ჟანრის იქნება.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, რაც ინტერესს კიდევ უფრო გვიზრდის.
პრემიერის თარიღი: 22 ივლისი
1. The Batman / ბეტმენი
ეს ნამდვილად ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე ფილმია, რადგან რეჟისორი მეთ რივზი საკმაოდ ამბიციური გამოდგა და იმედია, კომიქსის ფანებს გულს არ დაწყვეტს. ყოველ შემთხვევაში, ტრეილერი ნამდვილად საინტერესო სანახაობას გვპირდება.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბეტმენის როლს რორბეტ პატინსონი ასრულებს, ქეთვუმენისას კი — ზოი კრავიცი.
პრემიერის თარიღი: 4 მარტი
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლით დათარიღებული ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლით დათარიღებული ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
კომენტარები