არსებული ინფორმაციით, რუსთავის ქარხანაში მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 2 იანვარს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცს ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და რეზერვუარში ჩავარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170–ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.