დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) საზოგადოებას ახალ წელსა და ბედობას ულოცავს და ხაზს უსვამს, რომ წელს, როგორც არასდროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დასაცავად.

"როდესაც ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა და ახალი შტამი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, აუცილებელია დავიცვათ ყველა ის რჩევა, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიზიარებენ", — აცხადებენ NCDC-ში.

უწყება კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას იმ რეკომენდაციებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად:

  • მობილობა ზრდის COVID-19-ით ინფიცირების და გავრცელების რისკს. შესაბამისად, სასურველია სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად შეამციროთ გადაადგილება და სოციალური აქტივობა;
  • სადღესასწაულო უქმეების დროს მოერიდეთ ფართომასშტაბიან სოციალურ ღონისძიებებს. ერთმანეთთან დაიცავით სულ მცირე 1 მეტრის დისტანცია;
  • ატარეთ პირბადე და დაიცავით ხელის ჰიგიენა;
  • შეამცირეთ დახურულ შენობაში გატარებული დრო და ხშირად გაანიავეთ საერთო სივრცე;
  • არ გადადოთ ვაქცინაცია. ორჯერ აცრის შემთხვევაში კი გახსოვდეთ, ბუსტერ დოზის აუცილებლობა.

გაიგე მეტი: