საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კილომეტრზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. უწყების ცნობით სხვა სახის მანქანების მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. მოძრაობა თავისუფალია მხოლოდ ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტისთვის.

გზების დეპარტამენტში შეზღუდვების მიზეზად ინტენსიური თოვას და დაბალი ტემპერატურას ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ იგივე მიზეზით მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-ონის საავტომობილო გზასა და ომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 18-40 კილომეტრზეც.