დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის შუა რიცხვებისთვის გავიდეთ აცრით მოსახლეობის 70%-იან მოცვაზე.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაღალი, 80-90%-იანი მოცვა გვქონდეს ყველაზე უფრო მოწყვლად ასაკში, რომელიც არის 60 წლის ზემოთ. თუ ჩვენ აქ მივაღწევთ 80-90%-იან მოცვას, მაშინ სერიოზული გარდატეხა მოხდება პირველ რიგში სიკვდილიანობაში და რა თქმა უნდა, მთლიანად პანდემიის დასრულებაში", — თქვა გამყრელიძემ.

ქვეყანამ შემოდგომისთვის დასახულ მიზანს, მოსახლეობის 60%-ის აცრას ვერც წლის ბოლომდე მიაღწია. პირველი იანვრის მონაცემებით, სრულად აცრილია 40%, ხოლო ერთი დოზით მაინც 44,9%.

2021 წელს საქართველოში კორონავირუსით 11 332 ადამიანი გარდაიცვალა.