2021 წელს საქართველოში კორონავირუსით 11 332 ადამიანი გარდაიცვალა
2021 წელს საქართველოში კორონავირუსით 11 332 ადამიანი გარდაიცვალა. On.ge-მ გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის გამოყენებით დათვალა. უწყებას დადასტურებული შემთხვევების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების სტატისტიკა, სექტემბრის ჩათვლით, ვებ გვერდზე თვეების მიხედვით აქვს ატვირთული. რაც შეეხება მომდევნო სამ თვეს, ამ შემთხვევაში შედეგი დღიური მონაცემების შეჯამებით მივიღეთ. ეს სტატისტიკაც NCDC-ის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
თვეების მიხედვით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა ასეთია:
- იანვარი — 666
- თებერვალი — 326
- მარტი — 265
- აპრილი — 345
- მაისი — 674
- ივნისი — 523
- ივლისი — 526
- აგვისტო — 1 629
- სექტემბერი — 1 494
- ოქტომბერი — 1 113
- ნოემბერი — 2 030
- დეკემბერი — 1 741
რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ხაქართველოში ამ ინფექციამ 13 860 ადამიანი იმსხვერპლა.
ამ დრომდე დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. ქვეყანამ შემოდგომისთვის დასახულ მიზანს, მოსახლეობის 60%-ის აცრას ვერც წლის ბოლომდე მიაღწია. პირველი იანვრის მონაცემებით, სრულად აცრილია 40%, ხოლო ერთი დოზით მაინც 44,9%.
რაოდენობრივად აცრის შედეგები ასეთია:
- ჩატარებულია 2 514 871 აცრა;
- სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 290 114 ადამიანი (18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 44,9%);
- სრულად ვაქცინირებულია 1 149 956 ადამიანი (18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 40%;
- ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 73 465 ადამიანს.
საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 12 წლის ზემოთ. უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge. გარდა ამისა, აცრა დაშვებულია რეგისტრაციის გარეშეც, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები