ვინი პუჰი, ბემბი და სხვა წიგნები 1-ლი იანვრიდან საზოგადოებრივი საკუთრება ხდება
2022 წლის 1-ლი იანვრიდან არაერთი ხელოვანის ნამუშევარი საზოგადოებრივი საკუთრება ხდება. ახალი წლიდან გრეტა გარბოს ფილმის, უილიამ ფოლკნერის, აგათა კრისტისა და ა. ა. მილნის რამდენიმე წიგნის გამოყენება და გავრცელება თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
საზოგადოებრივი საკუთრება გახდება ვინი პუჰიც — საბავშვო ლიტერატურის კლასიკად ქცეული წიგნი, რომელიც ასი აკრის ტყეში მცხოვრები დათვისა და მისი მეგობრების შესახებ მოგვითხრობს. წიგნი 1926 წელს გამოიცა და რადგან გამოცემიდან 95 წელი გავიდა, მისი გავრცელება ამიერიდან თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
ნაწარმოებებს შორისაა ფელიქს ზალტენის ბემბი: ცხოვრება ტყეში, ასევე ერნესტ ჰემინგუეის აღმოხდების მზე, აგათა კრისტის როჯერ ეკროიდის მკვლელობა და ლენგსტონ ჰიუზისა და დოროთი პარკერის პოეტური კრებულები.
რაც შეეხება ფილმებს, საზოგადოებრივ საკუთრებად იქცევა The Temptress გრეტა გარბოს მონაწილეობით და Battling Butler ბასტერ კიტონით მთავარ როლში.
სიაში მოექცა ბევრი სიმღერაც. 1923 წლამდე გაკეთებული მუსიკალური ჩანაწერები, ჯამში 400 ათასზე მეტი, ასევე საზოგადოებრივი საკუთრება ხდება.
იმის მიუხედავად, რომ საკულტო ნაწარმოებების პირველწყაროები საზოგადოებრივ საკუთრებად იქცა, საავტორო უფლებები ჯერ ისევ ვრცელდება ვინი პუჰისა და ბემბის ეკრანიზაციებზე. ასევე მილნის სხვა წიგნებზე, რომლებიც მოგვიანებით გამოიცა.
საინტერესოა ისიც, რომ საზოგადოებრივ საკუთრებად გამოცხადება არაერთხელ გამხდარა დავის საფუძველი. მაგალითად, 2013 წელს ართურ კონან დოილის მემკვიდრეობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შერლოკ ჰოლმსის საზოგადოებრივ საკუთრებად ქცევა არ შეიძლებოდა, რადგან ჰოლმსი, როგორც პერსონაჟი, ჯერ ისევ დაუმთავრებელი ქმნილება იყო და ისტორიისგან დამოუკიდებლად არსებობდა.
თუმცა, კონან დოილის წარმომადგენლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, თუკი შერლოკ ჰოლმსისა და ვინი პუჰის გაერთიანებას მოისურვებთ ბემბის დედის მკვლელობის გამოსაძიებლად, 1-ლი იანვრიდან ამას უკვე თავისუფლად შეძლებთ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები