პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 9 მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 1 მათგანს კი შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი.

"დარჩენილი 4 მსჯავრდებული შეწყალებულ იქნა სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება", — ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა.