როგორც უკვე იცით, სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი ხუთი წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, სამი დღის განმავლობაში ადმინისტრაციამ მომხმარებლებს ბევრი საინტერესო სიურპრიზი შესთავაზა. მათ შორის იყო ღამის შოპინგი, სადაც ნებისმიერ მსურველს ღამის 22 საათიდან 12 საათამდე საშუალება ჰქონდა თბილისი მოლის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიებში სასურველი პროდუქცია ფასდაკლებებით შეეძინა.

თბილისი მოლმა მომხმარებელს სიურპრიზებით დატვირთული შაბათ-კვირა მოუმზადა, მათ შორის იყო სპეციალურად მოწყობილი საბავშვო სახელოსნო, ვირტუალური რეალობის თამაში, მუსიკალური მარში, საქსაფონისტის წარმოდგენა და მრავალი სხვა.

თბილისი მოლის ტერიტორიაზე დღეს მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე სიურპრიზი ელოდათ, მათ შორის იყო ტკბილეულის წვეულება და სურვილების ხე, სადაც მომხმარებელს შეეძლო სავაჭრო ცენტრისთვის საკუთარი სურვილები დაეწერათ, დღის ბოლოს კი თოჯინების თეატრის დროც დადგა, მოზარდებსა და ბავშვებს თბილისი მოლის ტერიტორიაზე "დონ კიხოტი" უჩვენეს.

ფოტო: On.ge

ფოტო: On.ge

შეგახსენებთ, რომ თბილისი მოლი უკვე ხუთი წლის არის და თუ გსურთ უფრო მეტი, ვიდრე გართობა და შოპინგია, თქვენი დანიშნულების ადგილი მხოლოდ თბილისი მოლი უნდა იყოს.