კინოსამყაროში 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მარველის ახალი ფილმი Spider-Man: No Way Home იყო, რომელმაც სპაიდერმენის ყველა ფანი აალაპარაკა. ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი და ზენდეია ასრულებენ, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ წელს მსოფლიო მათ აქტიურად განიხილავდა.

მსახიობებმა საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით მას შემდეგ მიიპყრეს, რაც აღმოვაჩინეთ, რომ სპაიდერმენი და ემჯეი ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაშიც ხვდებოდნენ. ტომ ჰოლანდი და ზენდეია დიდი ხანია მეგობრობენ და აქამდეც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა წყვილის სტატუსით საზოგადოების წინაშე გამოჩენის შემდეგ ამ ურთიერთობამ ყველა მოაჯადოვა.

მაშ ასე, გთავაზობთ წყვილის 10 გამორჩეულ მომენტს, როდესაც დავრწმუნდით, რომ ზენდეია და ტომ ჰოლანდი ნამდვილი ემჯეი და პიტერ პარკერი არიან:

1. როცა საჯაროდ წყვილის სტატუსით პირველად გამოჩნდნენ

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

და თავი ორმაგად შეგვაყვარეს!

2. როცა ტომმა ინტერვიუ შეაჩერა, რათა წითელ ხალიჩაზე ზენდეიას ცქერით დამტკბარიყო

ფოტო: Entertainment Tonight / Getty Images

ზენდეიას მშვენიერებით უამრავი ადამიანია მოხიბლული, მათ შორის, რა თქმა უნდა, ტომ ჰოლანდიცაა, რომელიც წითელ ხალიჩაზე შემოსული შეყვარებულის სანახავად ინტერვიუ შეაჩერა.

3. როცა თავიანთ სიმაღლეებს შორის სხვაობაზე იხუმრეს

ფოტო: BBC

ზენდეია ტომზე დაახლოებით 5 სანტიმეტრით მაღალია, თუმცა მათ თავიანთ სიმარლეებს შორის სხვაობაზე სიცილი არ ბეზრდებათ და იმ სტერეოტიპსაც აკრიტიკებენ, რომლის მიხედვითაც, ქალი კაცზე მაღალი არ უნდა იყოს.

4. როცა ტომმა ზენდეიასთვის დაბადების დღის საჯაროდ მილოცვის ტრადიცია არ დაარღვია და მას "ჩემი ემჯეი" უწოდა

"ჩემო ემჯეი, ბედნიერ დაბადების დღეს გისურვებ! დამირეკე, როცა გაიღვიძებ".

5. ზენდეიამ კი "ჩემი სპაიდერმენით" უპასუხა

"ჩემო სპაიდერმენო, შენით ძალიან ვამაყობ. ზოგიერთი რამ არ იცვლება და ეს კარგიცაა".

6. როცა ტომმა ზენდეიათი სიამაყე და აღფრთოვანება ყველას გაგვიზიარა

"საოცარი მიღწევა ყველაზე საოცარი ადამიანისთვის" — ასე შეაფასა ტომმა ზენდეიას წარმატება, როცა ის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ წლის სტილის სიმბოლოდ დაასახელა.

7. და ვერც დიუნის პრემიერაზე მისული ზენდეიას მშვენიერებით გაოცება დაგვიმალა

8. ტიმოთი შალამემ კი ზენდეიას "ქრაშად" ტომ ჰოლანდი ეშმაკური ღიმილით დაასახელა

9. როცა ტომმა ზენდეია ფოტოზე საინტერესო ადგილას დათაგა

"ვვარაუდობ, რომ რადგანაც ინსტაგრამს კარგად ვერ უგებ, ჩემი სახელი ამ ადგილას სწორედ მაგიტომ მონიშნე", — იხუმრა ზენდეიამ.

10. როცა ტომმა აღიარა, რომ ეიფორიის გადასაღებ მოედანს 30-ჯერ ეწვია

როგორც ჩანს, შეყვარებულთან ერთად კიდევ ერთ პროექტში მონაწილეობაზე უარს არ იტყოდა.

ამავე თემაზე: