Aljazeera-ს ცნობით, ეგვიპტეში, ქალაქ ტანტაში კოპტი ქრისტიანების ეკლესიაში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა და სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა.

CNN ეგვიპტური მედიის ინფორმაციით წერს, რომ დაღუპულთა რაოდენობა მზარდია, მომხდარზე კი პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღეს, კოპტი ქრისტიანების ეკლესიაში ბზობის დღესასწაულის აღნიშვნისას, შენობაში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა.

შემთხვევა, რომის პაპ ფრანცისკეს კაიროში ოფიციალურ ვიზიტამდე, რამდენიმე კვირით ადრე მოხდა. პაპის ვიზიტი კაიროში 28-29 აპრილისთვის არის დაგეგმილი. იგი ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატა ალ-სისიმ მიიწვია.

Aljazeera-ცნობით, ეგვიპტელ ქრისტიანებს, რომლებიც მოსახლეობის 10 პროცენტს წარმოადგენენ, ხშირად ესხმიან თავს შეიარაღებული დაჯგუფებები.

2016 წლის დეკემბერში, კაიროს კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას, შედეგად სულ მცირე 25 დაღუპული და 49 დაშავებული ადამიანი მოჰყვა, მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.