10 სახალისო ტვიტი, რომელიც Don't Look Up-ზე ჩვენს რეაქციებს ერთი ერთში აღწერს
ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსზე ვარსკვლავებით დახუნძლული ახალი კომედიის, Don't Look Up-ის პრემიერა შედგა. რა თქმა უნდა, თუნდაც მხოლოდ მსახიობების ვინაობა საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ფილმი კინომოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო.
ადამ მაკკეის ფილმში ლეონარდო დიკაპრიო, ჯენიფერ ლოურენსი, მერილ სტრიპი, ტიმოთი შალამე, არიანა გრანდე, ქეით ბლანშეტი, ჯონა ჰილი და სხვები მონაწილეობენ. ფილმი კლიმატის ცვლილების თემას ეხება და ორ ასტრონომზე მოგვითხრობს, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ დედამიწას 6 თვეში კომეტა დაეცემა, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის განადგურებას გამოიწვევს. მეცნიერები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ ხალხის გაფრთხილებას, თუმცა მოსახლეობას მათი ნათქვამი არც ადარდებს და მისი არც სჯერა.
ფილმს კინომოყვარულები, ტრადიციულად, ტვიტერზე გამოეხმაურნენ და არც სახალისო შეფასებები დაუშურებიათ. მათ შორის 10 გამორჩეულ ტვიტს შემოგთავაზებთ, რომელიც ფილმზე ჩვენს რეაქციას ერთი ერთში აღწერს:
1. "კატასტროფების შესახებ გადაღებული ნებისმიერი ფილმი იწყება სახელმწიფოთი, რომელიც მეცნიერის აზრს უგულებელყოფს"
2. "აი, როგორ გამოიყურება ერთ კადრში მოქცეული 6 ოსკარი და 35 ნომინაცია"
3. "Don't Look Up-ში ჯენიფერ ლოურენსის პერსონაჟი, რომელიც იმაზე დარდობს, რომ უფასო სასუსნავებში ფული გამოართვეს მაშინ, როცა სამყაროს აღსასრულს ელოდება, ზედმეტად ნაცნობია"
4. "Don't Look Up რეალური ფილმია, რადგან ქვეყნის აღსასრულის შემთხვევაში მეც არიანა გრანდეს კონცერტზე წავიდოდი"
5. "ლეონარდო დიკაპრიო Don't Look Up-ში"
6. "Don't Look Up მხოლოდ იმათ არ მოსწონთ, ვისზეც ეს ფილმია გადაღებული"
7. "ფილმს Don't Look Up [ზემოთ არ აიხედო] იმიტომ ჰქვია, რომ არ უნდათ, მათი საშინელი ვარცხნილობები ნახოთ"
8. "მიუხედავად იმისა, რომ Don't Look Up სატირულია, ვფიქრობ, სამყაროს აღსასრული რომ დგებოდეს, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა, რაც ერთდროულად სასაცილოცაა და საშიშიც"
9. "მერილ სტრიპი და ჯონა ჰილი Don't Look Up-ში"
10. "Don't Look Up-ს ვუყურებ. ფილმს, რომელშიც მეცნიერებს, რომლებიც კაცობრიობის გადარჩენას ცდილობენ, აძაგებენ. ვერ ვიტყვი, რომ არარეალური ფილმია, რადგან ჩვენც ზუსტად მსგავს მდგომარეობაში ვართ. მე კომეტის მხარეს ვარ"
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები