მე-15 საუკუნის სახელმძღვანელოში, რომელიც ჯადოქრობის გამოვლენისა და მისი აღმოფხვრის შესაძლო გზების შესახებ მოგვითხრობს, ნათქვამია, რომ ჯადოქრებს პენისის გაქრობა შეეძლოთ, შემდეგ კი მას ფრინველის ბუდეში ინახავდნენ და შვრიით კვებავდნენ.

წიგნი, სახელად Malleus Maleficarum, მე-15 საუკუნის სასულიერო პირს, ჰაინრიხ კრამერს, ეკუთვნის და მართალია, ახლა ის მიზოგინურ და სასაცილო ტექსტად ითვლება, მაგრამ შუა საუკუნეებში მსგავსი სახელმძღვანელოების გამო ბევრი ქალი სიკვდილით დასაჯეს.

წიგნის მიხედვით, ჯადოქრებს პენისი გაქრობის უნარი ჰქონდათ და კაცის სასქესო ორგანოს ამ გზით იპარავდნენ. შემდეგ კი პენისს ფრინველების ბუდეში ინახავდნენ და შვრიით კვებავდნენ, რათა ცოცხლად შეენარჩუნებინათ.

"ჯადოქრები დაახლოებით 20-30 პენისს აგროვებენ და ფრინველის ბუდეში ინახავენ. როგორც ბევრი თვითმხილველი ამტკიცებს, ბუდეში მოთავსებულ პენისებს მარცვლეულს აჭმევენ", — წერს კრამერი.

იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეები პენისის მიერ კვების ფაქტს ადასტურებდნენ, ამ პერიოდში ცხოვრება ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო. თუმცა მთავარ კითხვად მაინც ის რჩება, პენისს როგორი საჭმლის მომნელებელი სისტემა ჰქონდა ან ახლა სად გაქრა? ჯერჯერობით ეს ფაქტი აუხსნელი რჩება.