სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფორმაციის გავრცელებიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში", — აცხადებენ უწყებაში.

გუშინ, 29 დეკემბერს სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოფიციალური განცხადება უწყებამ მხოლოდ ახლა გაავრცელა.