"ჩემი ბედნიერი ოჯახი" იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალის გამარჯვებულია
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ნანა ექთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალის გამარჯვებულია. ფილმს ფესტივალის მთავარი ჯილდო, "ოქროს ზეთისხილის ხე", საუკეთესო ფილმისათვის, გადაეცა.
ფილმს ასევე გადაეცა ორი სხვა ჯილდოც: პრიზი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების, FIPRESCI-ს პრიზი.
ფესტივალის დახურვას ესწრებოდა მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ია შუღლიაშვილი და ფრანგი კოპროდიუსერი გიომ დე სეი.
შეგახსენებთ, რომ The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.
კინოკრიტიკის რუბრიკის მთავარი რედაქტორი, მანოლა დარგისი წერდა, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი ქალის გათავისუფლების ისტორიაა.
"მთავარი გმირი, მანანა (მშვენიერი, მომხიბვლელი ია შუღლიაშვილი) ცოლი, დედა, შვილი და დიასახლისია. ამ სტანდარტული როლებიდან მას არც ერთი არ ანიჭებს ბედნიერებას. ეს არის სარკასტული და ემოციური ისტორია ქალის გათავისუფლების შესახებ. მოვლენების ცენტრში არის ქალი, რომელიც კარს იჯახუნებს და ამით მთელ ოჯახს შოკირებულს ტოვებს. მას უნდა, რომ უკან მოიტოვოს კლაუსტროფობიული სივრცე და მასში მცხოვრები პრეტენზიული ადამიანები. ოჯახი ცდილობს, მანანა შეზღუდოს, ის კი თავისუფლებისთვის იბრძვის. ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს შეეძლოთ გენიალური ქორეოგრაფები გამხდარიყვნენ, მაგრამ გაგვიმართლა, რომ მათ რეჟისორობა გადაწყვიტეს", - ასე ახასიათებს კინოფილმს მანოლა დარგისი.
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა იყიდა, ხოლო სანდენსის კინოფესტივალზე ის წლის აღმოჩენად დაასახელეს.
რეჟისორებს ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს კი ცოტა ხნის წინ, სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის პრიზი გადაეცათ.
ფილმის პრემიერა უკვე შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბერლინში, წლის ბოლომდე კი მას ქართველი მაყურებელიც იხილავს.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
კომენტარები