ჩვენი ინფორმაციით, ეს არის ვორდის დოკუმენტები, ჩვეულებრივი აკრეფილი ვორდის დოკუმენტი — ლილუაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ე.წ. კრებსები, რომლებშიც სავარაუდო ფარული მოსმენების შესახებ წერია ფაილები არ არის და ვორდის დოკუმენტებია. მისი თქმით, ავთენტურობის შესწავლა მიმდინარეობს და ნაწილი ადასტურებს ნამდვილობას, ნაწილი კი არა.
რუსთავი 2-ის წამყვანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ფაილების ავთენტურობას და გვისმენს თუ არა სუს, ლილუაშვილი ამბობს, რომ უწყება მიყურადებას კანონიერ საფუძველზე აწარმოებს.
"სუს აწარმოებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე. გინახავთ სადმე სამსახური, სპეცსამსახური, რომელიც არ აწარმოებს ან სამართალდამცავი უწყება, რომლის ხელშიც არის გამოძიება, რომლის ხელში არის ოპერატიული სამსახური და არ აწარმოებდეს ფარულ მიყურადებას?! თუმცა ეს უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, კანონიერ საფუძველზე და რა თქმა უნდა იმ წესების დაცვით, რასაც კანონმდებლობა აწესებს.
თქვენ აღნიშნეთ ფაილები, რომლებიც ფაილები არ იყო. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის ვორდის დოკუმენტები, ჩვეულებრივი აკრეფილი ვორდის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს გარკვეულ შინაარსს.
დადასტურებას რაც შეეხება , რა თქმა უნდა, გამოძიების მსვლელობისას, გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა ხდება ამ ტექსტების ავთენტურობის შესწავლა. რაღაც პროცენტი ადასტურებს არსებული დიალოგის, ან იქ განთავსებული ინფორმაციის ნამდვილობას. ხოლო, ჩემი ინფორმაციით, დიდი ნაწილი ამას არ ადასტურებს", — განაცხადა მან.
ლილუაშვილი ფაილების გავრცელებას დაგეგმილ პროვოაციას უწოდებს და ფიქრობს, რომ ტელევიზიებმა უწყებაზე "შტურმი მოაწყვეს".
"მე არ მინდა წინ გავუსწრო გამოძიებას და ჩემი ვერსიები შევთავაზო, თუმცა ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი ყველამ ვიხილეთ ცოტა ხანში. აჟიტირებული მედიასაშუალებები, გადაინაწილეს მიმართულებების მიხედვით მათ იქ არსებული შინაარსობრივი მიმართულებები და ამ ტელევიზიებმა პირდაპირი შტურმი მოაწყვეს ჩვენი სამსახურის მისამართით.
მიზანი იყო დაპირისპირების ჩამოგდება ჩვენს სამსახურს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის; ჩვენს სამსახურსა და დიპლომატებს შორის, თუმცა, საბედნიეროდ, მათ ეს არ გამოუვიდათ, მიზანს ვერ მიაღწიეს", — განაცხადა ლილუაშვილმა.
წამყვანმა სუს-ის ხელმძღვანელს ჰკითხა, შეხვდნენ თუ არა დიპლომატებს ამ სკანდალის შემდეგ და ჰქონდათ თუ არა მათთან მოსმენებზე საუბარი, ლილუაშვილმა თქვა, რომ დიპლომატებს პერიოდულად ხვდებიან.
"ჩვენ პერიოდულად ვხდებით დიპლომატებს, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობას, ვიხილავთ უსაფრთხოების კონტექსტის საკითხებს, ასევე რეგიონში მიმდინარე საკითხებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გასარკვევი ერთმანეთთან არაფერი გვაქვს, ჩვენ სრულ თანხვედრაში ვართ ჩვენ მოსაზრებებში, ჩვენ მიერ განხორციელებულ ქმედებებში. უფრო მეტიც, ყველა პარტნიორი ქვეყანა და მისი წარმომადგენელი, ანუ დიპლომატიური წარმომადგენლობა მიგვიჩნევს, როგორც საიმედო და მყარ პარტნიორს უსაფრთხოების საკითხებში.
პასუხებს ყველა კითხვაზე გასცემს გამოძიება. მე ყველა პასუხს ვერ შევთავაზებ, მიუხედავად იმისა, შეიძლება ვიცოდე წინსწრებად ესა თუ ის საკითხი რას უკავშირდება, თუმცა მე ამის უფლება არა მაქვს რომ სუბიექტური მოსაზრებები შევთავაზო", — განაცხადა მან.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები