როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს დასმულია ახალი დიაგნოზი — ომბუდსმენის წარმომადგენელი სააკაშვილზე
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, საბა ბრაჭველმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ როგორც გაიგეს, 27 დეკემბერს ექსპრეზიდენტს ახალი დიაგნოზი დაუსვეს.
"ვიმყოფებოდით ვიზიტით ჰოსპიტალში, როგორც იცით, შევხვდი, როგორც მკურნალ ექიმ-ნევროლოგს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ", — თქვა მან.
ბრაჭველის თქმით, მას შემდეგ, რაც მათი ექიმები შეაფასებენ ახალ დიაგნოზს, გადაწყვეტენ იმას, თუ რამდენად იძლევა ეს დიაგნოზი იმის შესაძლებლობას, რომ პაციენტი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ. მისივე განცხადებით, სააკაშვილი სხვადასხვა სამედიცინო პროფილის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვს.
"ახალი დიაგნოზი რაც დაისვა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ექიმებმა შეაფასონ ეს დიაგნოზი და ასევე, სამედიცინო მასალები, რომელიც დღესაც, სამწუხაროდ, არ მოგვეცა საშუალება, რომ გავცნობოდით. ამის შემდგომ ჩვენი ექიმები გადაწყვეტენ იმას, რამდენად იძლევა ეს დიაგნოზი იმის შესაძლებლობას, რომ პაციენტი გადაყვანილ იქნას სხვა დაწესებულებაში", — აცხადებს ომბუდსმენის წარმომადგენელი.
ბრაჭველი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექსპრეზიდენტის მკურნალობაზე უარი თქვა, ამ მომენტისთვის სააკაშვილს ექიმი არ ჰყავს.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
28 დეკემბერს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა ექსპრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. ნიკა გვარამიამ წაიკითხა ოქმი, სადაც, მისი თქმით, ექიმი, ნინო გოგორიშვილი საუბრობს, თუ რა მოხდა 27 დეკემბერს, როდესაც სააკაშვილს გადაყვანის შესახებ აცნობეს.
27 დეკემბერს, მთელი საღამოს განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის შესახებ. თუმცა ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები.
მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელი ანა ჯანიაშვილი გორის ჰოსპიტალში მივიდა. მისი განცხადებით, სააკაშვილმა უთხრა, რომ რუსთავის ციხეში მის გადაყვანას, რა დროსაც გონება დაკარგა. ჯანიაშვილის თქმით, ამ შემთხვევას სახალხო დამცველი შეისწავლის.
სააკაშვილის გადაყვანაზე ინფორმაცია უწყებამ მხოლოდ 28 დეკემბერს დაადასტურა. როგორც დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალმა სააკაშვილი გაწერა, თუმცა გადაყვანა დროებით გადაიდო.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები