უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ამირან ძაბუნიძე აირჩიეს. კენჭისყრაზე მის არჩევას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო.

ძაბუნიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა.

კომიტეტში მოსმენისას ძაბუნიძემ თქვა, რომ ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების ხელმომწერი არ ყოფილა, თუმცა მის შინაარსს იზიარებს. მანვე აღნიშნა, რომ რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს მიმართ ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება არ ახსოვს. ძაბუნიძის თქმით, დღეს მედიასაშუალებები უფრო ბევრ დროს უთმობენ ამ მიმართულებას და "საკმაოდ ძვირადღირებულ ეთერებს" ამზადებენ.