2021 წელს პანდემია სამყაროს ერთადერთი გლობალური პრობლემა არ ყოფილა. მთელი წლის განმავლობაში ხანძრები, ქარიშხლები, წყალდიდობები და სხვა კატასტროფები მსოფლიოს ბევრ ნაწილში ხშირი მოვლენა იყო, რაც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.

თუმცა ეს ყველაფერი ერთჯერადი მოვლენა არ ყოფილა და სავარაუდოდ, მომავალ წელსაც ასეთი ბუნებრივი კატასტროფები ხშირი იქნება. სტატიაში კი 10 ფოტოს წარმოგიდგენთ, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგებს ასახავს.

1. კალიფორნიაში დიდი ხანძარი 2021 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, რომელმაც ქალაქი გრინვილი გაანადგურა

ფოტო: Getty Images

2. 2021 წლის 15 ივლისს წყალდიდობის შედეგად გერმანიაში სოფელი დაიტბორა

ფოტო: Getty Image

3. ფოტო 2021 წლის 23 ივლისს კალიფორნიის ქალაქ ჰურონში არის გადაღებული, რომელშიც გვალვის შედეგად ნიადაგი უნაყოფო გახდა

ფოტო: Getty Images

4. ძროხები დატბორილ ფარდულში დგანან ავსტრიის ალპებში 2021 წლის 19 ივლისს

ფოტო: Getty Images

5. ფოტო 2021 წლის 28 ივნისს ორეგონის სპეციალურ გამაგრილებელ ცენტრშია გადაღებული, როცა აშშ-ში ტემპერატურამ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია

ფოტო: Getty Images

6. კალდორის ხანძარი კალიფორნიის სათხილამურო კურორტზე, რომელიც 2021 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და ერთი კვირა გაგრძელდა

ფოტო: Getty Image

7. ქარიშხალი ნიუ-ორლეანში 2021 წლის 19 აგვისტოს

ფოტო: Getty Images

8. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყერი იაპონიაში 2021 წლის 3 ივლისს

ფოტო: Getty Images

9. ფოტოზე გამოსახულია საბერძნეთის სოფელი 2021 წლის 8 აგვისტოს, როცა მას ხანძარი უახლოვდება

ფოტო: Getty Images

10. და ბოლოს, ასე გამოიყურება ლუიზიანის შტატის ერთ-ერთი ქალაქი 2021 წლის 29 აგვისტოს ქარიშხლის შემდეგ

ფოტო: Getty Images