ადამ მაკკეის ახალ ფილმში, სახელად Don't Look Up, ბევრი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს. მათ შორისაა მერილ სტრიპიც, რომელიც პრეზიდენტის როლს ასრულებს.

Guardian-თან ინტერვიუში მაკკეიმ განაცხადა, რომ ერთ-ერთ სცენაში მერილ სტრიპი უნდა გაშიშვლებულიყო, თუმცა ლეონარდო დიკაპრიომ მსახიობს სცენის გადაღება შეაწყვეტინა და ამ იდეაზე უარი განაცხადა.

ფოტო: Netflix

"მიუხედავად იმისა, რომ მერილ სტრიპს შიშველ სცენასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია, ლეონარდო დიკაპრიომ მსახიობის გადაღება გააპროტესტა, რადგან მისი აზრით, სტრიპი განსაკუთრებული ფიგურაა კინოს ისტორიაში", — ამბობს რეჟისორი.

"ლეონარდოს ის ტატუ არ მოეწონა, რომელიც მერილ სტრიპს ზურგზე აქვს. ის მეკითხებოდა, მართლა იყო თუ არა საჭირო ტატუს ჩვენება, მე კი ვფიქრობდი, რომ ამ მომენტში მსახიობი უბრალოდ პრეზიდენტის პერსონაჟია და არა მერილ სტრიპი", — დასძინა მაკკეიმ.

ფოტო: Netflix

თუმცა რეჟისორის თქმით, მერილ სტრიპს ეს ამბავი საერთოდ არ აღელვებდა და არც გაუპროტესტებია ის გადაწყვეტილება, რომ შიშველ სცენაში მის ნაცვლად დუბლიორმა ითამაშა.