ვერ დავინახე, რაში გვჭირდება ეს ინსტიტუცია — რაქვიაშვილი ინსპექტორის სამსახურზე
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი "ვერ ხვდება", რატომ არის საჭირო სახელმწიფო ინსპექტორი სამსახური. მისი თქმით, არაფერი დაშავდებოდა, თუკი უწყებაში დასაქმებულ 121 ადამიანს სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ ან სამსახურში საერთოდ არ აიყვანდნენ.
"იყო გამოთქმული არგუმენტი მშობიარობაზე, იყო რაღაც სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ. მე საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება ეს ინსტიტუცია, მართლა რაში გვჭირდება და ეს 121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან ან არ აგვეყვანა თავის დროზე, რა დაშავდებოდა. და ამიტომ, მემგონი, უფრო თუ ოდესღაც ინსტიტუცია არ იყო სწორი, კარგი, არ ვუჭერდი მხარს და ახლა რამდენიმე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს მოგვეწონა, ამიტომ კარგი გახდა?", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამბავი მხოლოდ ერთი ადამიანის, სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას გათავისუფლებაზეა "ატეხილი". რაქვიაშვილის აზრით, თუკი თოლორაიას ინსპექტორის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორი უწყებიდან ერთ-ერთის ხელმძღვანელად დაასაქმებენ, ეს "მარტივი გამოსავალი იქნება".
"ქართულ ოცნებას მინდა მივმართო, ხომ ცხადია, რომ მართლა ლონდა თოლორაიაზეა საუბარი, ანუ, ერთი ადამიანის გაშვებაზე ამდენი ამბავი ავტეხეთ. თუ ასეთი მიზანი არ გაქვთ და რატომღაც, მართლა რაღაც რეფორმა არის ჩაფიქრებული, რომელსაც მე ვერ ვხედავ რაში გამოიხატება, მაგრამ ნუ, დავუშვათ. რადგან პრემიერმინისტრი აფასებს ლონდა თოლორაიას კვალიფიკაციას, საჯაროდ შესთავაზა დასაქმება, იქნებ ბარემ ამ ახალი სააგენტოს თავმჯდომარის თუ დირექტორის პოზიცია შესთავაზოთ, თვითონ აარჩიოს, რომელი სააგენტოს თავმჯდომარეობა უნდა და მაშინ ყველა კითხვა მოიხსნება, ლონდა დარჩება თანამდებობაზე და მაშინ შეიძლება ვისაუბროთ რაღაც რეფორმაზე, შინაარსზე, მგონი მარტივი გამოსავალი იქნება", — თქვა მან.
28 დეკემებრს, პრემიემინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, განაცხადა, რომ ლონდა თოლორაიას "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" დასაქმებას სთავაზობს. მისი თქმით, თუ თოლორაიას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბებულ ორ სტრუქტურის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში არ მოუნდება მონაწილება, სხვა "ყველა კარი აქვს ღია".
დღეს, 29 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.
გუშინ, 28 დეკემბერს სამმა კომიტეტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. სხდომები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომას სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თოლორაიამ, რამდენიმე დეპუტატმა და NGO-ს წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მანამდე, თოლორაიამ კანონპროექტი ნონსენსად შეაფასა და მის ავტორებს კრიტიკული კითხვებით მიმართა. მათ შორის, ინსპექტორმა მმართველი პარტიის დეპუტატებს იმ კონკრეტული მაგალითების დასახელება მოსთხოვა, თუ როდის და სად დაინახეს მათ პრობლემა ინსპექტორის სამსახურის ორი ფუნქციის თანაარსებობაში. მანვე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ შეიტყო ცვლილებებზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა.
მსგავსი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასებებიც. ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება პარლამენტში მიღებული ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ისტორიაში "სანიმუშოდ" ჩაიწერება. მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ უწყება საკუთარ საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებდა.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, "კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად" ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები. მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მხარდაჭერა გამოუცხადა.
გაიგე მეტი:
- კანონპროექტის ყველა ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის — ლონდა თოლორაია ცვლილებებზე
- არასერიოზული იყო — თოლორაია დასაქმებაზე ღარიბაშვილის შეთავაზებაზე
- ვიზიარებ შეშფოთებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით — საფრანგეთის ელჩი
- სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს
- თოლორაია ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები