ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ 217 კილოგრამი აწია, რითაც ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას საქართველოს ძალოსანთა ფედერაცია ავრცელებს. კიდევ ერთმა სპორტსმენმა, ირაკლი თურმანიძემ, 201 კილოგრამის აწევით მესამე ადგილი დაიკავა.