ახლადგამოსული ფილმის ან სერიალის შესახებ სპოილერების საჯაროდ დაწერა რომ უდიდესი დანაშაულია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს გასაკვირი სულაც არაა: ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, სევდიანი თუ მოულოდნელი სცენების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდეს.

როგორც ჩანს, იმავე აზრზე კიმ კარდაშიანი არაა. კიმმა ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე წლის ყველაზე გახმაურებული ფილმის Spider-Man: No Way Home-ის სპოილერები გამოაქვეყნა. როგორც იცით, მარველის ფანები და მსახიობები წლის კინომოვლენაზე სპოილერების გაზიარებისგან თავს განსაკუთრებულად იკავებდნენ. თუ ფილმი უკვე ნანახი გაქვთ, ამის მიზეზს თავადაც მარტივად მიხვდებით.

უამრავმა ფანმა განსაკუთრებული ზომები მიიღო იმისთვის, რომ სპოილერები არსად შეხვედროდა, თუმცა არ ელოდნენ, რომ ფილმიდან სცენებს რომელიმე ვარსკვლავის, მათ შორის, კიმ კარდაშიანის ინსტაგრამ სთორიში გადააწყდებოდნენ.

ალბათ, ყველასთვის მარტივად მისახვედრია, რომ კიმ კარდაშიანმა, რომელსაც ინსტაგრამზე 274 მილიონი გამომწერი ჰყავს, სპოილერის გამოქვეყნებით უამრავი ადამიანი გაანაწყენა. მისმა ქმედებამ საერთო უკმაყოფილება გამოიწვია და ხალხსაც კიმის საჯაროდ გათათხვის არ მორიდებია:

"ფილმი ხვალ უნდა მენახა, ამიტომ სოციალურ ქსელებში სპაიდერმენთან დაკავშირებულ ყველანაირ ინფორმაციას თავს ვარიდებდი...მხოლოდ იმისთვის, რომ კიმ კარდაშიანს საკუთარ ინსტაგრამზე სპოილერი დაეპოსტა".

"კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამზე სპაიდერმენის სპოილერები დაპოსტა. უკვე ნანახი რომ არ მქონდეს, გაცეცხლებული ვიქნებოდი".

"ჩემი მეგობრების ინფორმაციით, კიმ კარდაშიანის ინსტაგრამ სთორი არ უნდა გახსნათ, თუ არ გინდათ, რომ სპაიდერმენის ფილმის შესახებ დასპოილერდეთ".

მართალია, კიმმა აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა ვინც მისი ნახვა მოასწრო, კიმს მარტივად ნამდვილად არ აპატიებს!

ამავე თემაზე: