პროექტები, გამოწვევები და გეგმები — ჯივიპი გასულ წელს აჯამებს
სასმელ წყალზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. იზრდება ახალი მომხმარებლების რაოდენობაც დედაქალაქში, ხოლო ყოველდღიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, წყალმომარაგების არსებული სისტემის განახლება და ახალი ქსელების განვითარება მუდმივად საჭიროა.
რა არის ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებზეც 2021 წელს იმუშავა ჯივიპიმ მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის და როგორ აისახა შედეგები დედაქალაქის წყალმომარაგებაზე? — ამ საკითხებზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირექტორი, ზურაბ ალფაიძე საუბრობს.
"თბილისის ზედა ზონების წყალმომარაგების გაუმჯობესება განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც 2021 წელს ჯივიპიმ განახორციელა. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ყველა სატუმბო სადგურში, რომლებიც კაკლების, კოჯორის, კიკეთის, წავკისის და ბეთანიის დასახლებებს ემსახურება, დამატებით ტუმბო-აგრეგატები დავამონტაჟეთ. წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 14 ახალი ტუმბო-აგრეგატი შევიდა ექსპლუატაციაში, დღეს სრული დატვირთვით მუშაობს და ჩვენი მომხმარებლებიც მაღალი ხარისხის მომსახურებას იღებენ", — აცხადებს ზურაბ ალფაიძე.
როგორც ზურაბ ალფაიძემ განაცხადა, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას მუდმივად ჭირდება განახლება და განვითარება. ამ მიმართულებით 2021 წელს კომპანიამ დედაქალაქის ყველა რაიონში 70 პროექტი განახორციელა.
"მიმდინარე წელს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩატარებული სამუშაოებიდან აღსანიშნავია მანჯგალაძის, ლეო და ნოდარ გაუბინიების, კალანდაძის, განთიადის, რაზიკაშვილის, ერეკლე მეფის ქუჩებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტები. პროექტების ფარგლებში საჭიროებიდან გამომდინარე სრულად განახლდა წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელები, წყლის ნაკადების ეფექტურად მართვისთვის დამონტაჟდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა. შედეგად აღნიშნულ და მიმდებარე ქუჩებზე ჩვენი მომხმარებლების მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა".
რა არის კომპანიის სამომავლო გეგმა?
2022 წელს ჯივიპი განაგრძობს დედაქალაქის ყველა რაიონში მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას და წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებისთვის ინვესტირებას. დაგეგმილი პროექტებიდან აღსანიშნავია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც აქტიური სამუშაოები იანვარის თვეში დაიწყება და ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე სრულად განახლდება წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელები.
ასევე, აღსანიშნავია თბილისის ზედა ზონების ალეტრნატიული წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის დაგეგმილი პროექტი. მასშტაბური სამუშაოები ტაბახმელას მიმართულებით განხორციელდება, რაც კიდევ უფრო სტაბილურს გახდის ზედა ზონების დასახლებების წყალმომარაგებას.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები