ლონდა თოლორაიამ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა
სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა. სხდომაზე ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მსჯელობენ, რომელსაც ესწრებიან ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატები, ასევე არასამთავრობო სექტორი.
ლონდა თოლორაიამ თქვა, რომ პროცესი არის სრულიად ხელოვნური, ზრდილობისთვის, პროცედურისთვის გაკეთებული და მან თქვა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს.
"მე ვერ მივიღე დღეს ვერცერთ კითხვაზე პასუხი და ვისურვებდი, ეს კანონპროექტი გამოეტანა განსახილველად ისეთ ავტორს, რომელიც კვალიფიციურ პასუხებს გასცემდა ჩემ მიერ დასმულ კითხვებს. ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, რატომ არ იყო ამ პროცესში ჩართული ინსპექტორის სამსახური. ვერ მივიღე პასუხი, რით აძლიერებს ეს კანონპროექტი იმ ორ სამსახურს, რომელიც იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის მსგავსად, რა ახალი ხელშეუხებლობის გარანტია აქვს სახელმწიფო ინსპექტორს, იმისთვის, რომ 2 წლის თავზე ისიც არ მოისროლოს საქართველოს პარლამენტმა სანაგვეზე", — თქვა მან სხომის დატოვების შემდეგ.
ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების — სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია.
გუშინ, 27 ნოემბერს ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას დაუჭირეს მხარი.
ამავე სხდომაზე სხდომაზე ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კანონპროექტის ალტერნატიული ვერსიის წინადადება დააყენა. როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, თუკი მათი წინადადების განსახილველად ბიუროს სხდომა არ ჩატარდებოდა, ეს რეგლამენტით გარანტირებული უფლებამოსილების წართმევად იქნებოდა აღქმული.
დღეს, ბიუროს სხდომა, სადაც ალტერნატიული წინადადება უნდა განხილულიყო, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიუროს სხდომის ჩავარდნა შეგნებული ნაბიჯი იყო და ეს მათი მხრიდან ოპოზიციის მიმართ გადადგმული პოლიტიკური სვლაა.
დღეს, 28 დეკემბერს ბიუროს სხდომა, სადაც ინსპექტორის სამსახურზე ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი უნდა განხილულიყო, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიუროს სხდომის ჩავარდნა შეგნებული ნაბიჯი იყო და ეს მათი მხრიდან ოპოზიციის მიმართ გადადგმული პოლიტიკური სვლაა.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.
სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ პროცესს "სრულიად კონსპირაციულს" უწოდებს. მისივე განცხადებით, "ოცნების" კანონპროექტი ძალიან საშიში პრეცედენტია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ქვეყნისთვის და არჩევით თანამდებობაზე მყოფი ყველა პირისთვის.
თოლორაიას განცხადებით, ეს არის სიგნალი, რომ ისინი "ძალიან ჭკვიანად" უნდა იყვნენ. ის ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირება წინასაახალწლო პერიოდს დაემთხვა, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა საქართველოში არ იმყოფება. ამასთან, მისივე თქმით, ეს ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნას.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ გაიწვიოს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.
უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები