Warner Bros.-მა ბეტმენის ახალი ტრეილერი გამოუშვა, რომელშიც მთავარ როლს რობერტ პატინსონი ასრულებს, ხოლო მისი ახალი მოკავშირე ზოი კრავიცის პერსონაჟი ქალი-კატაა. ტრეილერის დიდი ნაწილი სწორედ ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობაზეა, თუ როგორ ებრძვიან ისინი ერთმანეთს და როგორ ჩნდება მაშ შორის რომანტიკული გრძნობა.

როგორც ტრეილერიდან ჩანს, ფილმის მთავარი ბოროტმოქმედი რიდლერია, რომელსაც პოლ დანო თამაშობს. ცხედრები, მინიშნებები, ხელწერა — ეს ის თავსატეხია, რომელსაც რიდლერი მკვლელობების შემდეგ ტოვებს და ფილმიც სწორედ მათ ამოხსნაზე იქნება ორიენტირებული.

გარდა მთავარი პერსონაჟების ურთიერთობისა, აფეთქებები, თავდასხმები და პოლიტიკური კამპანია ბეტმენის ძირითადი სიუჟეტი იქნება, ასე რომ, ფანებს საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ფილმი ელით წინ.

პატინსონთან, კრავიცთან და დანოსთოან ერთად ბეტმენში კოლინ ფარელი, ენდი სერკისი, ჯონ ტორტურო და ჯეფრი რაითი მონაწილეობენ. ფილმის რეჟისორი მეთ რივზია, ხოლო პრემიერა 2022 წლის 4 მარტს იგეგმება.