თბილისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 305 მილიონ 418,2 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა.

"მონაწილეობას იმ ბიუჯეტის დამტკიცებაში, რომელიც არ ეფუძნება რესურსების სამართლიანი განაწილების პრინციპს და რომლის კონტროლის რეალური ბერკეტი არ არსებობს", — განაცხადა ფრაქციის, თბილისი საქართველოსთვის წევრმა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, მათ სურდათ საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძემ მისულიყო და პასუხი გაეცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. კალაძე საკრებულოში არ მივიდა, რის გამოც გახარიას გუნდმა სხდომა დატოვა და ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო.