ეცადათ ჩვენთან კონსულტაცია, იქნებ ლონდა თოლორაიასთვისაც მისაღები იყო ამ სამსახურის დახვეწა — ინსპექტორი
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ მმართველ პარტიას სამსახურის გაუქმების შესახებ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. მისი თქმით, ქართულ ოცნებაში ისე გადაწყვიტეს უწყების დაშლა და ორი სხვადასხვა სამსახურად გარდაქმნა, რომ არ უკითხავთ მათთვის, როგორ მუშაობდნენ აქამდე.
"ეცადათ ჩვენთან კონსულტაცია, იქნე ლონდა თოლორაიასთვისაც მისაღები იყო რაღაც ფორმით ამ სამსახურის დახვეწა? ამ ტიპის კონსულტაციებზეც კი არავინ ღირსად არ ჩათვალა არც სახელმწიფო ინსპექტორი და არც მისი არცერთი თანამშრომელი, რომ ჩვენთან კონსულტაცია გაევლო. არ დაუსვამთ არცერთი კითხვა, როგორ თანაარსებობდა ეს ორი ფუნქცია ერთად, ერთი უწყების ქუდის ქვეშ — იქნებ კარგი იყო, ან იქნებ რაიმე გამოწვევები იყო.
2021 წელს მე არაერთხელ მქონდა კოორდინაცია საქართველოს პარლამენტთან, რომ იქნებ მოისმინოთ ჩვენი ანგარიში, რომელიც არის საკმაოდ, მე ვფიქრობ, შინაარსიანი, საკმაოდ კრიტიკული. სამწუხაროდ, პარლამენტმა ვერ გამონახა დრო იმისთვის, რომ მოესმინა მის წინაშე ანგარიშვალდებული ახლადჩამოყალიბებული უწყების ხელმძღვანელისათვის", — განაცხადა ლონდა თოლორაიამ მთავარი არხის ეთერში.
ის ფიქრობს, რომ პარლამენტის მიერ მათი ანგარიშის მოსმენაზე მოსმენის გაჭიანურება, პერსონალურ მონაცემთა კანონის მიღების გაჭიანურება და სხვა ფაქტორები იყო "ირიბი სიგნალი" იმისკენ, რაც საბოლოოდ სამსახურის გაუქმების დაანონსებით დაგვირგვინდა. კითხვას, იყო თუ არა მინიშნებები პირდაპირი, თოლორაიამ ასე უპასუხა:
"არა, პირადი საუბრები ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მე ვთვლი, რომ ალბათ მქონდა ის ავტორიტეტი, რომ ამაზე ჩემთან პირდაპირი საუბარი ვერ გაებედა ვერავის [...]
სხვადასხვა ტიპის სიგნალები მიგვიღია ამასთან დაკავშირებით, რომ ცოტა შეგვეცვალა კურსი ჩვენი საქმიანობის, თუმცა ვერც ერთმა ამ ირიბმა მინიშნებამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და ბოლოს ეტყობა ეს [სამსახურის გაუქმება] იყო ყველაზე კარგი გამოსავალი", — ამბობს თოლორაია.
ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი იმედოვნებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი კანონად არ გადაიქცევა.
ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების — სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.
ლონდა თოლორაიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამოუკიდებელი სამსახურის "დასჯად" შეაფასა.
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
კომენტარები