იაგო ხვიჩია

27 Dec. 2021, 20:02

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა იყო ერთგვარად ეს ამბავი და და პარლამენტის თავმჯდომარეც იცვლება. დღეს მე მგონი საერთოდ არ დგას რამე ტიპის აქტუალობით ეს საკითხი — დროშის ჩამოხევის გამო ვინმე უნდა დავაჯარიმოთ თუ არა. ხომ არ ჯობია ეს თემა დავტოვოთ საკუთრებითი ურთიერთობის რეგულირების სფეროში? თუ ვინმე შემოვიდა და დროშა ჩამოხია, ის საკუთრების განადგურებისთვის დაისაჯოს, მაგრამ შერჩევითად — ამ ქვეყნის დროშა მოგვწონს, იმის დროშა არ მოგვწონს, სადღაც ჩამოხევა არ მოგვწონს დროშის, მაგრამ ხვალ და ზეგ ასეთი მიმართულება ხომ წაგვიყვანს იმისკენ, რომ ნებისმიერ ნაჭერი აიკრძალება, რომელსაც რაღაც დროშა ახატია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა ახლა ქვეყნის წინაშე? რავიცი, ხალხი საკუთარი ქვეყნების დროშებს ფერებში საცვალს აკეთებს, "კუპალნიკებით" დადიან. ჩვენ რაღაცნაირად საკრალური გავხადეთ ეს და თითქოს დროშის ჩამოხევა არის პრობლემა. საკუთრების განადგურება ისედაც საკმარისი პრობლემაა, ოღონდ აღვასრულოთ ამ თვალსაზრისით.

ეს განცხადება დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმ კანონპროექტის განხილვისას გააკეთ, რომლითაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

პარლამენტის წინ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რა ხდება: რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ შეკრებილები რუსულ კანონს…