ანიმაციების ამ 12 საინტერესო დეტალს დაკვირვებული მაყურებელიც ვერ შენიშნავდა
ჩვენი საყვარელი ანიმაციების შესაქმნელად მხოლოდ პერსონაჟებისა და ისტორიის გამოგონება საკმარისი როდია: თითოეულ დეტალზე უამრავი დრო, ენერგია და იდეა იხარჯება. შემქმნელებისთვის ყოველ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მათში ხშირად სიურპრიზებსა და მინიშნებებსაც კი გვიმალავენ.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გაქვთ ნანახი თქვენი საყვარელი ანიმაციები, ალბათ, შეუძლებელია, ბოლომდე ჩავწვდეთ ყველა იმ დეტალს, რომელიც შემქმნელებმა ნამუშევარში დაგვიმალეს.
მაშ ასე, გთავაზობთ 12 დეტალს ჩვენი საყვარელი ანიმაციებიდან, რომელიც დაკვირვებულ მაყურებელსაც კი გამოეპარა:
1. მიკი მაუსის "კამეო" მეფე ლომში
თუ ამ მშვენიერ ცას კარგად დააკვირდებით, მარჯვნივ ვარსკვლავების დახმარებით შექმნილ მიკი მაუსის სილუეტს შეამჩნევთ. ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი დეტალი გამოგვეპარა?
2. Soul-ის ამ სცენაში პიქსარმა მომდევნო ფილმზე მიგვანიშნა
მინაზე ქალაქ პორტოროსოს პლაკატია გაკრული. სწორედ პორტოროსოში გვამოგზაურებს პიქსარის შემდეგი ანიმაცია, სახელად ლუკა.
3. The Emperor's New Groove-ში კუსკოს ოთახი
პატარა კუსკოს ოთახში სათამაშოები იმ არსებებზე მიგვანიშნებენ, რომლებადაც კუსკო მოგვიანებით გადაიქცევა.
4. კოკოში ერთ-ერთ პერსონაჟს ნაცნობი მაისური აცვია
ეს მაისური სათამაშოების ისტორიის მთავარ ბოროტმოქმედს — სიდს აცვია.
5. Finding Nemo-ში ეს ბავშვი The Incredibles-ის კომიქსს კითხულობს
The Incredibles პირველად ეკრანებზე ამ სცენიდან ერთი წლის შემდეგ ვიხილეთ.
6. პრინცესა და ბაყაყში ბოროტმოქმედის ჩრდილი შპალერს ცვლის
კედელზე ორნამენტების ნაცვლად თავის ქალასა და ძვლებს ვხედავთ.
7. სიდის კამეო რობოტებში
დიდი გამყინვარების მთავარი პერსონაჟი, სახელად სიდი 2005 წელს გამოსულ რობოტებში ცოტათი განსხვავებული სახით გვხვდება.
8. Finding Nemo-ს მტირალა ზვიგენი
ნემოს ისტორიის მოსმენის შემდეგ ზვიგენი, სახელად ბრიუსი ტირილს იწყებს, რადგან, მისი თქმით, მამას არასდროს შეხვედრია. სინამდვილეშიც, მამალი ზვიგენები პარტნიორს შთამომავლობის დაბადებამდე ტოვებენ.
9. Up-ში წლების გასვლასთან ერთად ჰორიზონტზე ახალ შენობებს ვხედავთ
ეს დეტალი დროის გასვლაზე შეუმჩნევლად, თუმცა ოსტატურად მიგვანიშნებს.
10. ანასტასიას ჩრდილი
ანასტასიას ერთ-ერთ სცენაში მთავარი პერსონაჟი მოგონებებში იძირება და მოჩვენებებს ეცეკვება. ანასტასია ამ სცენაში ერთადერთი ადამიანია, რის გამოც მხოლოდ მის ჩრდილს ვხედავთ.
11. ბაზს სტიკერები სძვრება
სათამაშო დროთა განმავლობაში ძველდება და ცვთება, რის გამოც თუ კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ბაზს კოსტიუმზე დამაგრებული სტიკერები სძვრება.
12. მულანის პოსტერი ლილოსა და ნანის სახლში
თუ კარგად დააკვირდებით, ლილო და სტიჩში მულანის პოსტერს შეამჩნევთ, რომელიც ლილოს დის, ნანის ოთახშია გაკრული.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
კომენტარები