ოკლაჰომაში მცხოვრებმა 35 წლის საიმონ კურტისმა ცოტა ხნის წინ მაღაზიაში სალათის ფურცლები იყიდა. კაცს ყუთში მოულოდნელი სიურპრიზი დახვდა: ფურცლებს შორის პაწაწინა მწვანე ბაყაყი წამოსკუპებულიყო.

საიმონმა ბაყაყის ბუნებაში დაბრუნება გადაიფიქრა, რადგან ჩათვალა, რომ სიცივის გამო პაწაწინა მხტუნავ არსებას სიკვდილი ელოდა. საბოლოოდ მისი დატოვება გადაწყვიტა და ტვიტერზე გამომწერებს ბაყაყის მოვლის შესახებ რჩევებიც ჰკითხა.

ფოტო: simoncurtis / Twitter

ფოტო: simoncurtis / Twitter

მალე კურტისმა ბაყაყს დროებითი საცხოვრებელი მოუწყო და საკვებითაც მოამარაგა, შემდეგ კი გამომწერებს ახარა, რომ მის ახალ მეგობარს ტონი ჰქვია. საიმონის თქმით, თუ ტონის საბოლოოდ დატოვებას გადაწყვეტს, მას დიდ და შესაბამისად აღჭურვილ ტერარიუმს უყიდის.

"თუ მის საბოლოოდ დატოვებას გადავწყვეტ, შესაბამის ტერარიუმს ვუყიდი, რომელიც ხის ბაყაყისთვის საკმარისად მაღალი იქნება. შემეძლება ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი, ის უზრუნველყოფილი იქნება ცოცვისთვის და დასამალად საკმარისი ადგილითა და ყველაფრით, რაც ჯანმრთელობისთვისა და ბედნიერებისთვის სჭირდება", — ამბობს საიმონი.

ფოტო: simoncurtis / Twitter

ფოტო: simoncurtis / Twitter

საიმონმა ისიც აღნიშნა, რომ როდესაც ბავშვობაში ლეიკემიას ებრძოდა, მისი საუკეთესო მეგობარი ხის ბაყაყის ფუმფულა სათამაშო იყო.

როგორც ჩანს, საიმონი და ტონი ერთმანეთს მშვენივრად უგებენ, ინტერნეტი კი მათი ისტორიის გაგრძელებას სულმოუთქმელად ელის.