მინისტრობის კანდიდატის როგორი წარდგენა აღარ მოგვისმენია — ბოლო-ბოლო, მსგავსი ამბები ჩვენს ქვეყანაში იშვიათობა ნამდვილად არაა; თუმცა, ამჯერად, როცა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა, იქვე დასძინა, "ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანია, გაზრდილია ექიმის ოჯახში" და "არის 5 შვილის მამაო". ასეთი ქვასავით მტკიცე არგუმენტების შემდეგ, ცხადია, ძალიან რთულია სხვა ღირსებების ჩამოთვლა, რომლითაც მინისტრს უნდა ვარჩევდეთ ხოლმე, მაგრამ სამომავლოდ რომ ეს პროცესი უფრო გავამარტივო, სიის ჩამოწერა საკუთარ თავზე ავიღე.

1. "გამარჯობის" თქმას ვერ დაასწრებ

ფოტო: Tenor

"ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობაო" — უსალმო კაცის რა ვთქვით!

2. უფროს-უმცროსი არ ეშლება

ფოტო: Tenor

აბა, ისაა კარგი, რიგში უტიფრად რომ დგანან და უფროსს წინ არ უშვებენ?!

3. დედის გულის ვარდია

ფოტო: Tenor

დედას თავისი შვილი კი ყველაფერს ურჩევნია, მაგრამ ყველაფერი მართლაც კაიშვილობით იწყება.

4. მეზობლობაში არ იჭრება

ფოტო: Youtube

მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო!

5. სკოლის მასწავლებლები კარგად იხსენებენ

ფოტო: Tenor

"ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ უზრდელი არ ყოფილა".

6. კარგი აურა მოდის

ფოტო: Teno

თუ საინფორმაციო გამოშვებას მხოლოდ იმიტომ უყურებთ, რომ მას მოჰკრათ თვალი, ეს უტყუარი მტკიცებულებაა, რომ იგი მინისტრობის ღირსია.

7. ალალი გამოხედვა აქვს

ფოტო: Tenor

თვალები ხომ სულის სარკეა!

8. ზოდიაქოთი ქალწულია

ფოტო: Tenor

წესრიგისა და შრომის მოყვარულ, პასუხისმგებლიან და პერფექციონისტ ქალწულზე უკეთესს ვის ვინატრებდით მინისტრად?!

9. "ბირჟის" ბიჭებს სიგარეტს სულ ყიდულობს

ფოტო: Tenor

ასე იწყება საკუთარ ქალაქზე, ქვეყანაზე, პლანეტაზე და გალაქტიკაზე ზრუნვა — უბნის ბირჟიდან.

10. ბავშვობაში წიგნის ჭია იყო

ფოტო: Teno

ყველა-ყველა და თუ ვინმე გვჭირდება ახლა მინისტრად — პირველ რიგში, განათლებული ადამიანი.

ბონუსი: სიტყვის კაცია

ფოტო: Tenor

ღირსებათა ღირსება. უკომენტაროდ.