ჯასტინ ბიბერი Spotify-ის ისტორიაში პირველი შემსრულებელი გახდა, რომელსაც ყოველთვიურად 90 მილიონზე მეტი ადამიანი უსმენს. მონაცემების მიხედვით, პოპ-ვარსკვლავს ერთ თვეში ზუსტად 91,824,133 ადამიანმა მოუსმინა.

ახალგაზრდა მომღერალმა ედ შირანს გადაუსწრო, რომელიც 80,5 მოსმენით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე ადგილს The Weeknd 78,1 მილიონი მსმენელით იკავებს.

ბიბერმა მე-6 ალბომი, სახელად Justice, მარტში გამოუშვა, რომლის სიმღერებიც Holy, Lonely, Anyone, Hold On, Ghost და Peaches მაშინვე პოპულარული გახდა. Spotify-ის ათეული ასე გამოყურება:

"სიმღერებში ის საკუთარ გამოცდილებას ასახავს, ადამიანურ ემოციებს გვიზიარებს და აანალიზებს. ოჯახი, მენტალური პრობლემები სოციალური უსამართლობა — ეს ის თემებია, რომლებიც მომღერლის ცხოვრების ნაწილია და მის სიმღერებშიც დიდ როლს თამაშობს", — ასე შეაფასეს ჯასტინ ბიბერის შემოქმედება.

Spotify-ის რეკორდებში ასევე უნდა აღინიშნოს ედ შირანის Shape Of You, რომელმაც ახლახან მსმენელების რაოდენობით 3 მილიარდს მიაღწია.