გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია პროსპექტმა, თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის კონფერენცია GREMO ჩაატარა. ღონისძიებას 70-მდე დეველოპერული კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერი დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებმა დეველოპერებს კვლევები, სტატისტიკა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზები, არქიტექტურული და საინჟინრო მიმართულების სიახლეები გაუზიარეს და სექტორის განვითარებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი თემები განიხილეს, როგორებიცაა:

  • მომხმარებლის ქცევა უძრავი ქონების ძიება-ყიდვის დროს;
  • ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ახალი გზები;
  • Crowdfunding-ის როლი უძრავი ქონების განვითარებაში;
  • რა მეთოდებით შეიძლება გავზარდოთ კომპანიის მომგებიანობის მარჟა;
  • როგორია სწორი არქიტექტურა;
  • ახალი დეველოპერული სივრცეები ქალაქში;

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს: თიბისი, MUA Architects, საკონსულტაციო კომპანია პროსპექტი, არქიტექტურული კომპანია Metric, კვლევითი კომპანია ანოვა, ციფრული მარკეტინგული სააგენტო კრაკენი, აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია, City Institute.

კომპანია პროსპექტის მიზანია, ყოველწლიური კონფერენციების საშუალებით, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას შეუწყოს ხელი, რაც თავის მხრივ, დეველოპერებს საკუთარი ბიზნესგეგმების მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებაში დაეხმარება.