სტოკჰოლმში სატვირთოს ხალხში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ერთი პირი დააპატიმრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დღეს სტოკჰოლმში, ერთ-ერთ მთავარ საფეხმავლო ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. არიან დაშავებულები. თავდასხმას შვედეთის პრემიერმინისტრმა "ტერორისტული აქტი" უწოდა.

სატვირთო მანქანა ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის, რომლის მეპატრონემაც განაცხადა, რომ ავტომობილი დღეს გაიტაცეს.

ქალაქის მეორე ნაწილში თავდასხმის პარალელურად სროლების ხმაც ისმოდა, თუმცა უცნობია, არის თუ არა კავშირში ეს ორი ინციდენტი.