ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, პასუხისგებაში მისცეს ორი პირი, რომელებმაც $1 900-ის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს. უწყების ცნობით, ერთ-ერთზე ამ დრომდე ძებნაა გამოცხადებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად გაასაღეს 1 900 აშშ დოლარის ოდენობის 38 ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა", — ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.