შვედეთის პოლიციის ცნობით, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და არაერთი დაშავდა სტოკჰოლმში, საფეხმავლო ქუჩაზე სატვირთო ავტომობილის შევარდნის შედეგად. შვედეთის პრემიერმინისტრის თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შვედეთს თავს დაესხნენ და ეს იყო ტერორისტული აქტი

ადგილობრივი მედიასაშუალებები ინფორმაციას სამი დაღუპულის შესახებ ავრცელებენ თუმცა, ეს მონაცემები ზუსტდება.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სატვირთო მოულოდნელად შევარდა ხალხში, ისმოდა სროლის ხმაც. შემთხვევამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პანიკა გამოიწვია, დახურულია რამდენიმე მეტროსადგური, ასევე, მუშაობა შეაჩერა შვედეთის პარლამენტმაც.

CNN-ის ცნობით, სატვირთო, რომელიც ხალხში შევარდა, გატაცებული იყო.