თბილისში ბიზნესისთვის დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან — ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამავდროულად კვების ობიექტებისთვის და სასტუმროებისთვის შემოდის ერთჯერადი, ერთწლიანი 1 000-ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც ეს სუბიექტები 1 იანვრიდან ერთი წლის მანძილზე ისარგებლებენ.
ახალი დადგენილებით ბიზნესისთვის დასუფთავების მოსაკერბელი ასე განისაზღვრება:
- მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები (საერთო ფართის 1 მ2) — 0,027 ლარიდან ძვირდება 0,05 ლარამდე;
- ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (საერთო ფართის 1 მ2) — 0,1 ლარიდან 0,191 ლარამდე;
- კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები (მაყურებლის ერთი სავარძელი) — 0,41 ლარიდან 0,77 ლარამდე;
- მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები (თავშესაფარი), უმწეოთათვის უფასო სასადილოები (მომსახურების ერთეული ადგილი) — 0,16 ლარიდან 0,3 ლარამდე;
- სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) (ერთ მოსწავლეზე) — 0,25 ლარიდან 0,45 ლარამდე;
- სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები (მომსახურების ერთეული) — 2,15 ლარიდან 4 ლარამდე;
- საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები (მომსახურების ერთეული) — 1,45 ლარიდან 2,732 ლარამდე;
- პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები (საერთო ფართის 1 მ2) — 0,2 ლარიდან 0,366 ლარამდე;
- სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, საჯინიბოები, კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) (ღია ფართის 1 მ2) — 0,025 ლარიდან 0,047 ლარამდე); (დახურული ფართის 1 მ2) — 0,1 ლარიდან 0,19 ლარამდე;
- სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) (სამუშაო ფართის 1 მ2) — 0,95 ლარიდან 1,787 ლარამდე;
- სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, ბირჟები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები (სამუშაო ფართის 1 მ2) — 0,31 ლარიდან 0,6 ლარამდე;
- აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები (სამუშაო ფართის 1 მ2) — 0,37 ლარიდან 0,697 ლარამდე;
- შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები (სამუშაო ფართის 1 მ2) — 0,26 ლარიდან 0,477 ლარამდე;
- ავტოგასამართი სადგურები (საერთო ფართის 1 მ2) — 0,1 ლარიდან 0,19 ლარამდე;
- აბანოები, საუნები და საცურაო აუზები (საერთო ფართის 1 მ2) — 0,22 ლარიდან 0,426 ლარამდე;
- სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები (საერთო ფართის 1 მ2) — 0,43 ლარიდან 0,828 ლარამდე;
- მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები (საერთო ფართის 1 მ2) — 0,31 ლარიდან 0,595 ლარამდე;
- რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები (ერთ დასაჯდომ ადგილზე) — 3 ლარიდან 5,6 ლარამდე;
- საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის (ერთ დასაჯდომ ადგილზე) — 1,2 ლარიდან 2,26 ლარამდე;
- საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე) (სამუშაო ფართის 1 მ2) — 0,32 ლარიდან 0,6 ლარამდე;
- დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები (საერთო ფართის 1 მ2) — 0,45 ლარიდან 0,843 ლარამდე;
- ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები, მდინარეებზე, ტბებზე და ე.წ თბილისის ზღვაზე არსებული ფასიანი სანაპირო ზოლები (საერთო ფართის 1 მ2) — 0,001 ლარიდან 0,019 ლარამდე;
- საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი (საერთო ფართის 1 მ2) — 0,01 ლარიდან 0,018 ლარამდე;
- სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა) (საერთო ფართის 1 მ2) — 0,05 ლარიდან 0,094 ლარამდე;
დადგენილება, რომელიც სატარიფო ცვლილებას გულისხმობს ძალაში 2022 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს.
-
გადახედვამთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
-
-
გადახედვადეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით დეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით
კომენტარები