ადამიანთა გარკვეული ნაწილი საკუთარ ოცნებებსა და მიზნებს საიდუმლოდ ინახავს, მეორე ნაწილი კი მათზე ხმამაღლა საუბრობს და მათ მისაღწევადაც ყველას დასანახად იბრძვის. ასეთია ტომ ჰოლანდიც, რომლის გულშემატკივრებმაც აღმოაჩინეს, რომ მსახიობმა საკუთარი ოცნებების ახდენა იწინასწარმეტყველა.

გთავაზობთ 3 შემთხვევას, როდესაც ტომ ჰოლანდმა საკუთარ ოცნებებზე საჯაროდ ისაუბრა და მათი ახდენაც შეძლო:

1. ტომ ჰოლანდი სპაიდერმენობაზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა

2013 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში ტომ ჰოლანდმა საზოგადოებას გაუმხილა, რომ თუ სუპერგმირის როლზე დაამტკიცებდნენ, დიდი სიამოვნებით ითამაშებდა სპაიდერმენს. 2016 წელს ტომმა პირველად მოირგო პიტერ პარკერის როლი ფილმში Captain America: Civil War.

ტესტი: რომელი ადამიანი ობობა ხარ?

2. ტომმა საყვარელი ვიდეოთამაშის ადაპტაციაში მონაწილეობის ოცნებაც აიხდინა

გულშემატკივრებთან ლაივში საუბრისას ერთხელ ტომმა ისიც ახსენა, რომ მისი საყვარელი ვიდეოთამაში Uncharted იყო. 2022 წელს ტომს ვიდეოთამაშის მიხედვით გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმის მთავარ როლში ვიხილავთ.

3. ტომ ჰოლანდმა 2017 წელს განაცხადა, რომ ზენდეია მოსწონდა

2017 წელს სპაიდერმენის პირველი ფილმის ერთ-ერთ ინტერვიუში ტომს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ ვინ იყო პირველი ვარსკვლავი, რომელზეც "დაიქრაშა". ტომმა გაიცინა და ზენდეია დაასახელა. ცოტა ხნის წინ ტომი და ზენდეია წითელ ხალიჩაზე წყვილის სტატუსით პირველად გამოჩნდნენ.

ამავე თემაზე: