გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასულები დასაქმების სააგენტოს უჩივიან
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები საქართველოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩივიან. დამამცირებელი სამუშაო პირობების გამო, მოქალაქეები სახელმწიფოსგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ერთ-ერთი მომჩივანი ჯაბა ჩაჩანიძე On.ge-ს უყვება, რომ არცერთი მათგანი ინფორმირებული არ იყო იმაზე, რომ მუშაობა გაუსაძლის პირობებში მოუწევდათ.
"სასამართლოსგან ვითხოვთ სამართალს. თქვენც კარგად ნახეთ როგორ დამამცირებელ გარემოში გვიწევდა ცხოვრება იქ. ყოველი ჩვენგანმა დიდი ემოციური და ფსიქოლოგიური სტრესი მივიღეთ. მე პირადად არაფერი არ ჩამომიტანია იქიდან და ვითხოვთ სწორედ იმ 3 თვის განმავლობაში რა თანხაც უნდა ჩამოგვეტანა, იმის ანაზღაურება დასაქმების სააგენტოს დაეკისროს. პირიქით, ვალები დაგვრჩა ყველას 1 100 ევრო ვალი ცოტა არაა, ხომ მეთანხმებით?", — გვეუბნება ჯაბა.
ის გერმანიაში მარწყვის კრეფაზე იყო დასაქმებული. წასვლამდე და ახლაც ჩაჩანიძე ხაშურის ბაზარში მუშაობს და ოჯახს ამით არჩენს.
"ხაშურში ჩემი პატარა ხილ-ბოსტნის დახლი მაქვს და ოჯახს და მშობლებს ამით ვარჩენ. თანხა, რაც გერმანიაში წასასვლელად ვისესხე აქ რომ დამეხარჯა, ბევრად უკეთ ვიქნებოდი. ამიტომ ვარ გაბრაზებული და არავის შევარჩენ ჩემი შვილის ლუკმას. არც არავისი ზედმეტი მინდა და ჩემსას შევარჩენ სხვას", — ამბობს ჯაბა ჩაჩანიძე.
დასაქმებულების მოთხოვნასთან დაკავშირებით On.ge დასაქმების სააგენტოსთან დაკავშირებას შეეცადა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
გერმანიაში დასაქმებული ქართველები ივნისში გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე, მოუწესრიგებელ ოთახებსა და სველ წერტილებზე ყვებოდნენ. ისინი, ასევე, ამბობდნენ, რომ დამსაქმებელი კუთვნილ ანაზღაურებას არ აძლევდათ.
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. 1-დან 3 თვემდე ვადით ლეგალური დასაქმება შესაძლებელი იყო სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობდა.
დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები