ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე პარტია საქართველოსთვის წევრი შოთა წურწუმია გახდა. საკრებულოს სხდომაზე შოთა წურწუმიას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. წურწუმამ 14 ხმა მიიღო.

კენჭისყრაში 15 დეპუტატი — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და პარტია საქართველოსთის წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილი იყო.

კენჭისყრაში ქართული ოცნების დეპუტატები მონაწილეობას არ იღებდნენ.