იცოდით, რომ დღეს საქართველოში 78 000 მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან?

არადა სამყაროში, სადაც ყველაფერი ლამის ელვის უსწრაფესად იცვლება, ინტერნეტი ხშირად ერთადერთი გზაა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ შემეცნება, საჭირო ინფორმაციის მოძიება და ცოდნის გაუმჯობესება შევძლოთ.

განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სკოლის მოსწავლეებს ეხებათ: თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა პირდაპირ ითხოვს ისეთი დამატებითი რესურსების მოპოვებას, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტითაა ხოლმე ხელმისაწვდომი. ამავდროულად კი ინტერნეტი ყველას აძლევს შესაძლებლობას, ის ცოდნა გაიღრმაოს, რომელსაც თუნდაც მერხთან გაფაციცებით მჯდომი მიიღებს.

თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ინტერნეტმა და თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოსწავლის მომავალი, ნახეთ ქვემოთ მოცემული შთამბეჭდავი და ემოციური ანიმაციური ვიდეორგოლი:

ეს ანიმაცია საქველმოქმედო პლატფორმისთვის ჩართე შეიქმნა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ამ სოციალურ პროექტში მონაწილეობას ის მოხალისეები იღებენ, რომლებიც სასურველი თანხის ერთჯერადად თუ სისტემატური გაღებით სწორედ ჩართეს პლატფორმის საშუალებით მოსწავლეებს ინტერნეტის გადასახადს ან კომპიუტერს უფინანსებენ.

ამჟამად ჩართეს 2000-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, რომლებმაც 1500-ზე მეტ მოსწავლეს ჩაურთეს ინტერნეტი.

სურვილის შემთხვევაში თქვენც მარტივად შეგიძლიათ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება: მაგალითად, საახალწლოდ მეგობრის სახელზე გადარიცხოთ შემოწირულობა და მას პერსონალიზებული საახალწლო წერილის საშუალებით გააგებინოთ, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს ინტერნეტი მის გამო ექნება.

ამ და სხვა საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს Charte.ge ან ამ პლატფორმის ფეისბუქგვერდს.

რაც შეეხება ზემოთ მოცემულ შთამბეჭდავ ანიმაციას, მასზე ანიმაციის სტუდია Animatory-მ იმუშავა, შემოქმედებითი გუნდი კი ასე გამოიყურება:

სცენარი: ნიკოლოზ მდივანი;
რეჟისორი: სანდრო ქათამაშვილი;
დამდგმელი მხატვარი: ანა მარკოზაშვილი;
მხატვრის ასისტენტი: თემო ბოჭორიშვილი;
პროექტის მენეჯერი: მარიამ მდინარაძე;
ანიმაციის სუპერვაიზერი/ლეიაუთი: ნათია ნიკოლაშვილი;
ანიმატორები: მანუჩარ თუმანიშვილი, რიფსიმე ვოსკანიანი და ოთო ძნელაძე;
ამოხატვა/გაფერადება: ქეთევან მსხილაძე და ქეთი მესხიშვილი;
კომპოზიტინგი: სანდრო ქათამაშვილი;
ხმა და მუსიკა: POSTRED
გამხმოვანებელი: ანასტასია კვინიკაძე;
იდეის ავტორები: სოფიკო კორხელაური და ლაშა გეწაძე.

ჩართეს საახალწლო კამპანიის მხარდამჭერები არიან თიბისი დაზღვევა და ზუმერი.