თუ 2022 წელს ახალ სახლში შეხვედრა გაქვს გადაწყვეტილი, ეს სტატია ზუსტად შენთვისაა! აქ სახლის ოთახების მიხედვით მნიშვნელოვანი ნივთების სია შევკრიბეთ. ეს სია შეგიძლია საყიდლებისას "შპარგალკად" გამოიყენო, ინსპირაციისთვის ჩაიკითხო ან გადაწერო და საშენოდ მოირგო: დაამატო ან ამოაკლო სიას ნივთები. ახალ წლამდე სულ ორიოდე კვირაა დარჩენილი, რემონტისგან ალბათ ისედაც გასავათებული ხარ, ამიტომ ეს მცირედი დახმარება არ გაწყენს. სანამ სიაზე გადავალთ, იმასაც გეტყვით, რომ სამშენებლო ჰიპერმარკეტ დომინოში 25 დეკემბერს ყოველი მე-100 ქვითარი უფასოა.

მაშ, დავიწყეთ!

სამზარეულოსა და სასადილო ოთახისათვის

ფოტო: დომინო

სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახით ვიწყებთ.

○ მაგიდა, სკამები — აბა ამათ გარეშე როგორ?!
○ მაგიდის გადასაფარებელი
○ სამზარეულოს ტილოები
○ ჩანგლები, დანები, კოვზები
○ ძალიან კარგი დანა! — კულინარიული შედევრებისთვის.
○ დანის სალესი
○ თეფშები, ჭიქები — ზოგადად, ჭურჭელი, რომელსაც მხოლოდ სადღესასწაულოდ კი არ ხმარობ, არამედ ყოველდღე, იმიტომ, რომ ახალ სახლში ყოველი დღე დღესასწაულია.
○ ქვაბი და ტაფა
○ სანაგვე ყუთი
○ სხვადასხვა ზომის ჯამები და კონტეინერები
○ ჭურჭლის სარეცხი საშუალებები: სითხე, ღრუბელი, ჯაგრისი.
○ საჭრელი დაფა
○ ბოსტნეულის სათლელი
○ სახეხი
○ საპურე

საძინებელი ოთახისათვის

ფოტო: დომინ

ადგილი, სადაც ძალას ვიკრებთ, ვისვენებთ და ვემზადებით მომდევნო დღისთვის.

○ რბილი ხალიჩა — საძინებელს განსაკუთრებით უხდება
○ ლოგინის გადასაფარებელი
○ თეთრეული
○ სარკე
○ თაროები
○ ბალიში, საბანი
○ ყველაზე მყუდრო სანათი
○ ფარდები — უმშვიდესი ძილისთვის

აბაზანისთვის

ფოტო: დომინო

არამხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი სახლის ჰიგიენის მთავარი წერტილი.

○ მეტალის თაროები — შამპუნების, ბალზამების და ათასი სხვადასხვა რამის დასადებად
○ საშხაპეს ფარდა — ყველაფერი რომ არ გაიწუწოს
○ პირსახოცები
○ ტუალეტის ქაღალდის უდიდესი შეკვრა
○ საპონი
○ შამპუნი
○ კბილის ჯაგრისები და პასტა
○ უნიტაზის ჯოხიანი სახეხი
○ ვანტუზი
○ აბაზანის ხალიჩა — ფეხშიშველს რომ არ შეგცივდეს
○ იატაკის ჯოხი
○ ტილოები
○ ცოცხი
○ სახლის საწმენდი საშუალებები
○ ტანსაცმლის სარეცხი სითხე, ფხვნილი ან კაპსულები

აივანზე

ფოტო: დომინო

ადგილი, სადაც ბევრი სუფთა ჰაერი და ასევე ბევრი გართობაა.

○ სარწეველა — წიგნების საკითხავად, საჭორაოდ თუ დასასვენებლად

ფოტო: MiCasa.ca

○ პატარა მაგიდა — ყავა რომ დაიდოს
○ უმწვანესი მცენარეები, ზოგი დიდი ქოთნით, ზოგი კი უფრო მომცრო, თაროებზე შემოსადებად: აუცილებლად მოგეწონება მონსტერა, ფიკუსი, პალმები, ორქიდეა და, რა თქმა უნდა, სეზონის ჰიტი, პუანსეტია (შობის ვარსკვლავი).
○ თაროები
○ პატარა ნიჩბები, სასხლავი და სხვადასხვა ხელსაწყოები მცენარეების მოსავლელად
○ გრილი — მეგობრებთან ერთად კარგი დროის გასატარებლად

ბავშვების ოთახისათვის

ფოტო: დომინო

დიდი ბავშვებისთვისაც, პატარა ბავშვებისთვისაც.

○ პუფი
○ პატარა მაგიდა
○ ხალიჩა
○ სანათი, რომ გაკვეთილები ყოჩაღად იმეცადინონ
○ სათამაშოები, რომ გაერთონ და განვითარდნენ
○ ფანქრები, ფლომასტერები, პლასტელინი — ხელოვნების შედევრების შესაქმნელად


საახალწლო განწყობისთვის

ფოტო: Better Homes and Gardens

იმიტომ, რომ 2022 დგება!

○ რა თქმა უნდა, ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე
○ საახალწლო დეკორაციები
○ ბევრი სურნელოვანი სანთელი
○ ფერადი და კაშკაშა განათებები, სახლისთვისაც და აივნისთვისაც

ეს სია შეგიძლია გადააკოპირო და საკუთარ სახლს მოარგო. ჩამოთვლილ ნივთებს რაც შეეხება, აუცილებლად შეიარე დომინოში: აქ ყველაფერია, რაც სახლისთვის ან რემონტისთვის შეიძლება დაგჭირდეს. დომინოს ახალ ფილიალში, დიღომში, უსასრულო შეთავაზებები და ფასდაკლებები დაგხვდება. გარდა ამისა, 25 დეკემბერს ყოველი მე-100 ქვითარი უფასოა და შეიძლება სწორედ შენ აღმოჩნდე ის იღბლიანი, რომელიც საახალწლოდ სახლს სრულიად უფასოდ მოაწყობს!

დომინო 2015 წლიდან არის რეგიონში უმსხვილესი სამშენებლო ჰიპერმარკეტი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველაფერს სახლისთვის, რემონტისთვის, კეთილმოწყობისა და მებაღეობისთვის. აქ იპოვით სამშენებლო მასალებს, მოსაპირკეთებელ მასალებს, ლაქ-საღებავებს, იატაკის ფილებს და უამრავ მნიშვნელოვან დეტალს სახლისთვის, მათ შორის საახალწლო დეკორაციებსა და განათებებს