რა განაპირობებს საერთაშორისო ურთიერთობებზე მაღალ მოთხოვნას — ინტერვიუ გიგა ლემონჯავასთან
საერთაშორისო ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, რომელსაც ყოველწლიურად მრავალი აბიტურიენტი ირჩევს. საერთაშორისო ურთიერთობის კურსდამთავრებულს კონკურენციის გაწევა ადგილობრივ შრომით ბაზარზე დასაქმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში კარიერის გაგრძელების მსურველთათვის თანაბრად უწევს. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტი სტუდენტს იმ ცოდნას უნდა უზიარებდეს, რომელიც მას კვალიფიციურ, კონკურენტუნარიან კადრად აქცევს.
იმის გასაგებად, თუ რა განაპირობებს საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარების მსურველთა დიდ ოდენობას, რა ცოდნა და მახასიათებლები გამოარჩევს კვალიფიციურ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს და როგორ უნდა წარიმართოს სწავლების პროცესი, ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, საგარეო პოლიტიკისა და გლობალური პოლიტიკის მკვლევარს, გიგა ლემონჯავას ვესაუბრეთ.
როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აბიტურიენტთა მაღალ ინტერესს?
საერთაშორისო ურთიერთობების პოპულარობა ორი მიზეზით არის განპირობებული:
- საქართველოს კონტექსტი — ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, რაც საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს, საერთაშორისო ურთიერთობები ბუნებრივად წარმოადგენს ინტერესის საგანს. ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური დღის წესრიგი პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ევროინტეგრაციასთან. ეს, ქვეყნის შიდა კონტექსტს თუ გადავხედავთ, დაცულობისა და კეთილდღეობის გარანტია. სწორედ ამ თემების აქტუალობიდან გამომდინარე აქვს საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლის სურვილი ძალიან ბევრ ახალგაზრდას.
- საერთაშორისო კონტექსტი — გლობალიზაციის ტენდენციები და დასაქმების ბაზრის გაფართოება საერთაშორისო ურთიერთობებზე მოთხოვნას ზრდის, რადგან კურსდამთავრებულებს ტრანსნაციონალურ კომპანიებში, კვლევით და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმების მეტი შესაძლებლობა აქვთ.
როგორ უნდა ისწავლებოდეს საერთაშორისო ურთიერთობები ისე, რომ კურსდამთავრებულები საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ?
სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტს ამთავრებენ, კონკურენტუნარიანები უნდა იყვნენ არამხოლოდ ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზარზეც. სასწავლო პროგრამა სტუდენტებს მაღალ მოთხოვნებს უნდა უწესებდეს, და ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია უცხო ენის შესწავლის კომპონენტიც. საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულებისთვის უცხო ენის ჯეროვნად ცოდნა აუცილებელია, სწორედ ამიტომ ალტე უნივერსიტეტში ინგლისური ენა 6 სემესტრის განმავლობაში ისწავლება და გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ აქვთ დამატებითი უცხო ენის არჩევის შესაძლებლობაც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აკადემიური და პრაქტიკული ცოდნის ბალანსია. თანამედროვე კონკურენტულ გარემოში გააზრებული აკადემიური ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები დასაქმების ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია, ამიტომ სასწავლო პროგრამაში არჩევითი პრაქტიკული კურსები შემოვიტანეთ, მაგალითად საერთაშორისო საქმისწარმოება, მოლაპარაკების თეორია და პრაქტიკა და სხვა. ეს კურსები სტუდენტის დასაქმების ბაზრისთვის მაქსიმალურად მომზადებას უზრუნველყოფს.
ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია კვლევითი კომპონენტი, რადგან საუნივერსიტეტო სწავლება მხოლოდ ცოდნის გადაცემას კი არ უნდა ემსახურებოდეს, არამედ სტუდენტების კვლევით საქმიანობაში ჩართვასაც. ახალი ცოდნის მოძიება კვლევების საშუალებით ხდება, ამიტომ ჩვენი პროგრამა ორ კვლევით ცენტრს გააერთიანებს: ევროკავშირის კვლევების ცენტრსა და ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების ცენტრს. საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად ცვალებადი სფეროა და შესაძლოა დღეს არსებული ცოდნა ხვალ და ზეგ მოძველებული იყოს, კვლევითი საქმიანობა კი მიმდინარე საკითხებზე ცოდნის მოპოვებას უზრუნველყოფს.
რა უნარები გამოარჩევს საერთაშორისო ურთიერთობების კვალიფიციურ სპეციალისტს?
ჩემი აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების კვალიფიციურ კადრს საკითხის ჰოლისტური და სტრატეგიული ხედვა უნდა გააჩნდეს. საერთაშორისო ურთიერთობები რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ესენია: გლობალური პოლიტიკა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და უსაფრთხოების საკითხები. ზემოხსენებული კომპონენტები ფრაგმენტულად კი არ უნდა ისწავლებოდეს, არამედ საერთო წარმოდგენას უნდა ქმნიდეს. მაგალითად, სტუდენტს უნდა დავეხმაროთ იმის გააზრებაში, თუ რა გავლენა აქვს გლობალურ პოლიტიკას ეკონომიკაზე, ეკონომიკას კი უსაფრთხოებაზე. კავშირების მიგნება და საერთაშორისო ურთიერთობების ერთიანი ხედვა საერთაშორისო ურთიერთობების კარგ სპეციალისტს სხვებისგან ნამდვილად გამოარჩევს.
ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამას სხვა უნივერსიტეტებისგან რა მთავარი მახასიათებლები გამოარჩევს?
ყველა პროგრამას უნდა გააჩნდეს საკუთარი ნიშა, ჩვენი პროგრამის ნიშური მიმართულება კი ევროკავშირია, რადგან საქართველოს სტრატეგიული მიზანი ევროინტეგრაციაა. ამ მიზნით, ჩვენთან ისწავლება ცალკეული საგანი: ევროპის პარტიათა პოლიტიკა და ასევე, ვგეგმავთ სახელმძღვანელოს შემუშავებასაც. დიდი იმედი მაქვს, ამ მასალას სხვა უნივერსიტეტებიც გამოიყენებენ სწავლების პროცესში.
კიდევ ერთი ძლიერი მხარე ალტე უნივერსიტეტის პროფესორების ბაზაა, რომელიც რეგიონში გამორჩეულია. ჩვენი აკადემიური პერსონალის ჩამონათვალში იპოვით, როგორც უცხოელ სპეციალისტებს, ასევე სხვადასხვა საჯარო უწყების მოქმედ თუ ყოფილ წარმომადგენლებსა და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგის მქონე პროფესიონალებსაც. ეს ადამიანები თავად არიან ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდების პოტენციური დამსაქმებლები. პროგრამის ფარგლებში, ასევე ვასწავლით ისეთ საგნებს, რაც სხვაგან არ ისწავლება, მაგალითად: საერთაშორისო საქმის წარმოება, სახელმწიფო და დიასპორა და სხვა.
როგორ ცდილობთ კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას?
გარდა პრაქტიკოსი პროფესორების სწავლების პროცესში ჩართვისა, რომლებიც როგორც ზემოთ აღვნიშნე, პოტენციური დამსაქმებლები არიან, ასევე გვაქვს მემორანდუმები ლევან მიქელაძის კვლევით ინსტიტუტთან, საქართველოს ევროატლანტიკურ საბჭოსთან და ევროპის სამართლის საბჭოს წარმომადგენლობასთან სამხრეთ კავკასიაში. მათთან თანამშრომლობის შედეგად, ჩვენი კურსდამთავრებულების ამ ორგანიზაციებში დასაქმების შანსი იზრდება.
რა დამატებითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ, რათა პროგრამა კიდევ უფრო მოერგოს სტუდენტთა საჭიროებებს?
ახლახან 7-წლიანი სრული აკრედიტაცია მოვიპოვეთ, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი პროგრამა სრულად შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებს. თუმცა, ჩვენი ამბიცია ამით არ მთავრდება. ალტე უნივერსიტეტის სტრატეგიული ამოცანა პროგრამაში მეტი უცხოელი პროფესორის ჩართვა და კვლევითი პროგრამის კიდევ უფრო დახვეწაა, რაც გაცვლითი პროგრამით სარგებლობის გამარტივებასა და უცხო ენების საფუძვლიან შესწავლას შეუწყობს ხელს.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
კომენტარები