პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით შიმშილობა და ულტიმატუმის ენა არ არის ქვეყანაში არსებული გამოწვევების ადეკვატური პასუხი. ის ამბობს, რომ მსგავსი ქმედება "რეალობას აცდენილია".

"როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში ესკალაცია და დაძაბულობაა. შიგნით, ისევე როგორც გარეთ პასუხი ამ დაძაბულობაზე და გამოწვევებზე რეალობას აცდენილია: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ამ ვითარებიდან ვერ გამოგვიყვანს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე გამოსვლაში ზურაბიშვილმა მისი ინიციატივით მიმდინარე ე.წ. ეროვნული თანხმობისკენ მიმავალ პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საქმეში დიპლომატების მხარდაჭერა სჭირდება.

გუშინ, 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელია მასობრივი შიმშილობა გამოაცხადა. მელიას ინფორმაციით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-მდე ადამიანმა დაიწყო შიმშილობა. დღეს ნაყოფიამ განაცხადა, რომ მოშიმშილეთა სიაში 180 ადამიანია დარეგისტრირებული, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.

გაიგე მეტი: