სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ "ვერ მიესალმება" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის დაწყებას. ის ფიქრობს, რომ ოპოზიციას საკმარისი მანდატები აქვს იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები პარლამენტში დააფიქსიროს.

"როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ოპოზიციას აქვს საკმარისი რაოდენობა ხმების, რომ პარლამენტში იყოს ძალიან ცოცხალი პროცესი და ძალიან ბევრი, თუნდაც პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით. მე ვფიქრობ, რომ ეს გზა, მათ შორის პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით, უფრო ეფექტური იქნებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები თავად იღებენ ამ გადაწყვეტილებას, როგორ სტრატეგიას მიმართავენ და ეს არის მათი არჩევანი", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გუშინ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელია მასობრივი შიმშილობა გამოაცხადა. მელიას ინფორმაციით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-მდე ადამიანმა დაიწყო შიმშილობა.

გაიგე მეტი: