10 ტიპის ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ საახალწლო სუფრაზე შეხვდებით
ახალი წელი საჩუქრებთან და ნაძვის ხესთან ერთად, რა თქმა უნდა, გემრიელი და ნოყიერი კერძებითა და ნაირ-ნაირი სასმლით გადატვირთულ საახალწლო სუფრასთანაც ასოცირდება. სუფრას სმა-ჭამასთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს: ამ დროს დიდი ხნის უნახავი მეგობრები, ნათესავები თუ ოჯახის წევრები იკრიბებიან და სასიამოვნო თუ არასასიამოვნო საუბრების მომსწრენიც ვხდებით.
ახალი ჭორების, ადამიანებისა თუ გასართობების მიუხედავად, საახალწლო სუფრაზე ორი რამ უცვლელია: სადღესასწაულო განწყობა და ადამიანთა კონკრეტული კატეგორიები, რომელთაც თავს ვერაფრით დააღწევთ.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ტიპის ადამიანს, რომელსაც ნებისმიერ საახალწლო სუფრაზე შეხვდებით:
1. ნათესავი, რომელიც ყოველ წელს გეკითხება: "როდის თხოვდები? / ცოლი როდის მოგყავს?"
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში თითქმის ყველა უძლურია: არც ზრდილობიანი სიცილი ჭრის, არც სერიოზული პასუხი, არც თვალების დაბრიალება და არც სუფრიდან ადგომა — ის აუცილებლად გიპოვით და კითხვას რამდენჯერმე გაგიმეორებთ. თუ გაგიმართლათ, შესაძლოა, სავარაუდო სასიძო-სარძლოების სიას მაინც დააღწიოთ თავი: "ჩემი ქმრის ბიძაშვილის კლასელის და არის კაი გოგო..."
2. ნათესავი, რომელიც ყოველ წელს გეუბნება, რომ გასუქდი
წონასთან დაკავშირებული ნებისმიერი შენიშვნა უტაქტობა და უბრალოდ მიუღებელი რამაა, თუმცა მზრუნველი ნათესავები ამას "ისევ შენთვის" გეუბნებიან. თითოეულ შენს ლუკმას დააკვირდებიან და ან დიეტას გირჩევენ, ან თავს უიმედოდ გადააქნევენ.
3. "განსხვავებული" სასმისითა და მანდილოსნების სადღეგრძელოთი შეიარაღებული კაცი
სამწუხაროდ, ასეთი ტიპის კაცებს ქალებისა და ზოგადად სხვების პატივისცემა მხოლოდ ამ კონკრეტული სადღეგრძელოს დალევისას ახსენდებათ.
4. ადამიანი, რომელიც "ჯერ სახლში ხვდება და მერე ვნახოთ"
საბოლოოდ ეს ადამიანი სახლიდან ან საერთოდ არ გადის, ან 2 დღით იკარგება.
5. მამაცი მსმელი, რომელიც დილით საცივის თეფშში იღვიძებს
თანაც საცივში გაღვიძების შემდეგ გამოფხიზლებაში ვერც ბორჯომი ეხმარება და ვერც — ორი ქილა მჟავე კიტრი.
6. ტელევიზორთან ახლოს მჯდომი, რომელიც საახალწლო კონცერტებს ვერ წყდება
რა სჭირს ჩვენს საახალწლო კონცერტებს მოუწყდომელი, ეგ ცალკე საკითხია.
7. ის, ვინც "ხაზების გადატვირთამდე" ყველა ნაცნობს ურეკავს
ხაზების მთავარი გადამტვირთავი თვითონაა, მაგრამ მაგას ვერ ეტყვით, რადგან ტელეფონზე იქნება ჩამოკიდებული.
8. ადამიანი, რომელიც პოლიტიკაზე საუბარს ვერც საახალწლო სუფრაზე წყვეტს
ჩვენც ვიცით, რომ ცუდად გვაქვს საქმე, მაგრამ მოდი, ცოტა ხნით გოზინაყი ჭამე...
9. ადამიანი, რომელიც მთელი წლის უჭმელობის შემდეგ დიეტას ახლა არღვევს
და სასაუბროდ უბრალოდ არ სცალია.
10. გრინჩი, რომელიც ღამის 12 საათამდე იძინებს
გრინჩს 12-ზე ოთახში შამპანიურითაც ვერ შეუვარდებით, რადგან კარიც ჩაკეტილი ექნება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
კომენტარები