სულ ახლახან შედგა საკულტო ფილმების სერიის ახალი ნაწილის The Matrix Resurrections (მატრიცა 4: გამოცოცხლება) პრემიერა და მსახიობმა კერი-ენ მოსმა იქამდე შეძლო ჩვენი გაოცება, სანამ მის გმირს ვიხილავდით დიდ ეკრანზე.

სან-ფრანცისკოში გამართულ მატრიცის ახალი ნაწილის მსოფლიო პრემიერაზე კერი-ენ მოსი არანაკლებ შთამბეჭდავი იყო, ვიდრე მისი პერსონაჟი, ტრინიტი გვახსოვს ამდენი წლის შემდეგაც კი.

ფოტო: Miikka Skaffari / FilmMagic / Getty Images

მარტივი შესამჩნევია, რომ მსახიობის კაბა, რომლის შექმნაზეც Oscar de la Renta-მ იზრუნა, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ცნობილი ფრენჩაიზის ფერებშია გაწყობილი.

ფოტო: Miikka Skaffari / FilmMagic / Getty Images

თუმცა მხოლოდ ფერებში არ არის საქმე: თუ ახლოდან შეხედავთ კაბის ქსოვილს, შენიშნავთ, რომ მასზე კომპიუტერული კოდის მსგავსადაა ამოქარგული დიზაინერის სახელი.

ფოტო: Oscar de la Renta / Via Instagram: @oscardelarenta

რთულია, მაშინვე მატრიცის ატმოსფერო არ გაგახსენდეს.

ფოტო: Tenor

ყველა თანხმდება, რომ 54 წლის კერი-ენ მოსი წითელ ხალიჩაზე ერთდროულად ძალიან დახვეწილი და თან შთამბეჭდავი იდეის მქონე კაბით ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავი იყო.

ახლა ისღა დაგვრჩენია, ტრინიტის დაბრუნებაც შევაფასოთ დიდ ეკრანზე ნეოსთან ერთად.

ფოტო: Giphy