On.ge-ის 10 სტატია, რომელიც თქვენს საყვარელ ზენდეიაზე არ უნდა გამოგრჩეთ
On.ge-ის ერთგული მკითხველები საზოგადოებასა და კულტურაში მიმდინარე ცხელ-ცხელ ამბებს თვალს ჩვენთან ერთად აქტიურად ადევნებენ ხოლმე. ბოლო თვეების განმავლობაში ზენდეიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო ის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, რომლის შესახებაც როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც ინტერესს ვერ მალავდნენ: სხვა თუ არაფერი, მისი მონაწილეობით წლის ორი უდიდესი ფილმის — დიუნისა და Spider-Man: No Way Home-ის პრემიერა შედგა.
ამ 25 წლის მსახიობის მშვენიერებითა და ნიჭით აღფრთოვანებული მკითხველების წყალობით, მის შესახებ გამოქვეყნებული ჩვენი სტატიები უამრავი ადამიანის კედელზე მოხვდა. ჩვენდა გასაოცრად, მალე ზენდეიას ფანკლუბის სახელიც მოვიხვეჭეთ, რასაც, არ დაგიმალავთ და, სულაც არ ვნანობთ.
ზოგიერთმა zendaya.on.ge გვიწოდა, ზოგმა გვისაყვედურა, რომ სხვას არავის და არაფერს ვაშუქებთ, თუმცა როგორც კი სხვა ამბები მოგიყევით, ბევრმა ისევ ზენდეია ინატრა. ასე მივხვდით, რომ ჩვენზე მეტად ზენდეია ისევ ჩვენს მკითხველებს აინტერესებთ.
იმისათვის, რომ ზენდეიას ამბებით გული სათანადოდ იჯეროთ, გადავწყვიტეთ, თქვენს სახალისო კომენტარებთან და რეაქციებთან ერთად ჩვენი 10 სტატიაც შემოგთავაზოთ, რომელიც ყველასათვის ასე საყვარელ ზენდეიაზე უნდა წაიკითხოთ (ვინიცობაა, აქამდე რომელიმე გამოგრჩათ!):
1. ეს 12 ფოტო დაგარწმუნებთ, რომ ზენდეია ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ვარსკვლავია
წელს ზენდეიას შესახებ დაწერილ სტატიებში ყველაზე ხშირად მსახიობის განუმეორებელი სტილი ვადიდეთ. 25 წლის მსახიობი ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) წლის სტილის სიმბოლოდ დაასახელა. როგორც ჩანს, მის ელეგანტურობას გადაჭარბებულად სულაც არ ვაფასებთ!
2. 7 შემთხვევა, როდესაც ზენდეიამ სამოსი საკუთარი ფილმის შთაგონებით შეარჩია
ისიც შევნიშნეთ, რომ ზენდეია სამოსს ხშირად საკუთარი ფილმებისა თუ სერიალების შთაგონებით არჩევს და ეს აღმოჩენა ამაყად გაგიზიარეთ, თუმცა ზოგიერთი მკითხველი მაინც გაგვიბრაზდა.
3. ზენდეიამ ახალი კაბით ისევ დაგვიმტკიცა, რომ ყველაზე მოდური ვარსკვლავია
ზენდეიას ორიგინალურმა კაბამ ისე აღგვაფრთოვანა, რომ თუ ჩვენს მკითხველებს დავუჯერებთ, მასზე ვაფრენთ და კიდევ 50 სტატიასაც მივუძღვნით.
4. ზენდეიამ ადამიანი ობობას შთაგონებით შექმნილი კაბით კიდევ ერთხელ დაგვატყვევა
თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს დატყვევებას თქვენს კომენტარებზე უკეთ ვერაფერი ახერხებს!
5. ზენდეია და ტომ ჰოლანდი წითელ ხალიჩაზე წყვილის სტატუსით პირველად გამოჩნდნენ
კიდევ კარგი, ზენდეიას შეყვარებული ტომ ჰოლანდია და ტომზე წერით ჩუმ-ჩუმად ზენდეიას ამბებსაც შემოგაპარებთ.
6. ტომ ჰოლანდმა და ზენდეიამ გააკრიტიკეს სტერეოტიპი, რომ ქალი კაცზე მაღალი არ უნდა იყოს
თქვენ კი ჩვენ გვაკრიტიკებთ, რომ ზენდეიას ისე ხშირად არ ვაშუქებთ, როგორც გინდათ, მაგრამ რას ვიზამთ?!
7. ტომ ჰოლანდმა ინტერვიუ შეაჩერა, რათა წითელ ხალიჩაზე ზენდეიას ცქერით დამტკბარიყო
ისევე, როგორც თქვენ აჩერებთ ყველა საქმეს, რომ ზენდეიას შესახებ ჩვენი სტატიები წაიკითხოთ!
8. ზენდეიას ორი შავკანიანი გოგოს სიყვარულის შესახებ ფილმის გადაღება უნდა
ზენდეია რომ რეჟისორი გახდეს, თქვენთვის რამდენი სტატიის დაწერა მოგვიწევს, წარმოგიდგენიათ?!
9. ზენდეიას თქმით, ფინანსებთან დაკავშირებულ შფოთვებს თერაპიით უმკლავდება
და თქვენ როგორ უმკლავდებით ზენდეიას შესახებ სტატიების ნაკლებობით გამოწვეულ შფოთვას?
10. ზენდეია Dune-ში მხოლოდ 7 წუთით ჩანს და ინტერნეტი აღშფოთებულია — საუკეთესო რეაქციები
ეს რეაქციები ჩვენი სტატიებით თქვენს აღშფოთებას მაინც ვერ შეედრება!
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
კომენტარები